რჩევები

6 ხმა, რომელიც თვითმფრინავში გესმით – რას ნიშნავენ ისინი?

ოდესმე გაგიგონიათ თვითმფრინავის უცნაური ხმები? იცით, რომ ყველა მათგანი რაღაცას ნიშნავს?

კაკუნი, სტვენა, ბრახუნი თუ ზუზუნი – თუ თვითმფრინავში სმენას გაამახვილებთ, აფრენის, დაფრენის თუ ჰაერში ყოფნის დროს უცნაურ ხმებს აუცილებლად გაიგონებთ. და მაინც რას ნიშნავენ ისინი? ჩვენ ექსპერტების აზრს გაგიზიარებთ.

რას ნიშნავს სტვენა? ამას ერთხელ ორჯერ და ათჯერაც გაიგონებთ. აღმოაჩნდა, რომ ეს მნიშვნელოვან რამეს მიგვანიშნებს. კერძოდ კი, როდის უნდა ისხდეთ სკამებზე და როდის შეგიძლიათ ადგომა და კაბინაში მოძრაობა. მაგალითად, როდის ადგეთ საპირფარეშოსთვის.

რას ნიშნავს ბრახუნი? ამას დაბლიდან გაიგონებთ თვითმფრინავის დაჯდომის დროს ან აფრენამდე. ეს უბრალოდ ტვირთის ჩამოცლა ან შევსებაა – ანუ თქვენი ბარგის.

რას ნიშნავს ჰაერის ზუზუნი? ეს ხმა აფრენამდე თვითმფრინავის შიგნიდან მოდის. ეს ხდება მაშინ, როცა თვითმფრინავის სავენტილაციო სისტემა გარედან შიგნითაზე ირთვება.

რას ნიშნავს ორი კაკუნი? როდესაც თვითმფრინავი ხმელეთს ცილდება, პილოტი ბორბლებს კეცავს, რასაც სწორედ ეს ხმა მოყვება.

“კარები ჩამოსვლისთვის” და “ჯვარედინი შემოწმება” – როდესაც თვითმფრინავის კარებები იკეტება, ე.წ. გასაქცევი სლაიდი, უსაფრთხოების მიზნით ავტომატურად ირთვება. სწორედ ამიტომ გესმით ფრაზა “კარები ჩამოსვლისთვის” როდესაც თვითმფრინავი აეროპორტის შესასვლელს უახლოვდება. ეს სიგნალი ბორტგამცილებლებს ახსენებს, რომ სლაიდი განაიარაღონ. “ჯვარედინი შემოწმება” კი ბრძანებაა, რომ ეკიპაჟმა მეორედ შეამოწმოს თვითმფრინავის კარებები და სლაიდი.

რას ნიშნავს ბზუილი დაჯდომისას? როდესაც თვითმფრინავი ქვევით ჩასვლას იწყებს, ძრავის ხმა მცირდება. იმისათვის, რომ სიჩქარე შემცირდეს და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვას, ფრთებზე სპეციალური მექანიზმი აქტიურდება, რის შედეგადაც მგზავრებს ბზული ესმით და ვიბრაციებს გრძნობენ.

თუ დაგაინტერესათ იმან, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა ხმა თვითმფრინავში, ალბათ ასევე გაინტერესებთ, თუ რატომ ცივა თვითმფრინავში, რატომაა თვითმფრინავის ფანჯარა ოვალური და რამდენად მაღლა ფრენენ თვითმფრინავები.