რამდენად მაღლა დაფრინავენ თვითმფრინავები და რატომ?
თუ ოდესმე, თვითფრინავის ოვალური ფანჯრიდან გახედვისას, დაინტერესებულხართ თუ რამდენად მაღლა ფრენენ თვითმფრინავები და რატომ სჭირდებათ ეს კონკრეტული სიმაღლე, სწორ ადგილას ხართ! ხშირად ფრენის შემთხვევაში, ფრენის რუტინას ყურადღებას აღარ ვაქცევთ: თვითმფრინავი სცილდება მიწას და 15-20 წუთის მანძილზე მაღლა სვლას ანხორციელებს. მას შემდეგ, რაც საჭირო სიმაღლეს მიაღწევს, ბორტგამცილებლები შეგატყობინებენ, რომ მოძრაობის უფლება უკვე გაქვთ. ტელეფონი Airplane Mode-ზე კი მანამდეც გადაყვანილი უნდა გყავდეთ.
მაინც, რამდენად მაღლა დაფრინავენ თვითმფრინავები?
კონკრეტული სიმაღლე პირველ რიგში, თვითმფრინავის ზომაზეა დამოკიდებული. მაგრამ, ყველა თვითმფრინავისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12 კილომეტრია მიწიდან მაღლა. შედარებით მცირე ზომის თვითმფრინავებისთვის, ფრენის სიმაღლე 9 კილომეტრს აღწევს.
რა მოხდება თუ თვითმფრინავი ზედმეტად მაღლა იფრენს?
სხვა მიზეზები თუ რატომ ფრენენ თვითმფრინავები ერთ დადგენილ სიმაღლეზე:
საწვავის ეკონომია
საწვავის ეკონომია ავიაკომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესია და ამას დადგენილი სიმაღლით მარტივად ახერხებენ.
სიჩქარე
რაც უფრო მაღლა ადის თვითმფრინავი, მით უფრო სწრაფად შეუძლია ფრენა. ამ შემთხვევაში რეისი უფრო ჩაჯდება მოთხოვნილ დროში. პილოტები საწვავის დაზოგვის და სიჩქარის დასაბალანსებლად ტემპერატურას იყენებენ. სწორედ ამიტომაც ცივა თვითმფრინავში.
ტურბულენტობა
არავის სურს ფრენისას ტურბულენტობის გამოცდა. ეს ამინდზეა დამოკიდებული და ხანდახან პილოტები ცდილობენ შტორმის გავრცელების თავზე მოექცნენ.
რა მოხდება თუ თვითმფრინავები ძალიან დაბლა იფრენენ?
დაბლა ფრენაც საკმაოდ საშიშია. ისევე, როგორც ძალიან მაღლა. დაბალ სიმაღლზე ამინდი უფრო ხელისშემშლელია. ასევე, დაფრინავენ ჩიტები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან თვითმფრინავის ტექნიკური მხარის გამართულობას.
გაიგეთ ასევე, რა ხდება თვითმფრინავში ტუალეტის ჩარეცხვის დროს.