რატომაა თვითმფრინავის ფანჯარა მრგვალი ფორმის?
თვითმფრინავით 1950 წლამდე რომ გემგზავრათ და ადგილი ფანჯარასთან შეგხვედროდათ, თქვენ სრულიად სხვა ფორმის ფანჯრიდან გამოიხედებოდით, ვიდრე ახლა. რატომ შეიცვალა ამ საჰაერო ტრანსპორტის დიზაინი?
დღეს, თითმფრინავის ფანჯარა სტანდარტული ფორმის – ოვალურია. ბევრ ადამიანს არც უჩნდება კითხვა თუ რატომ მაინცდამაინც მრგვალი, ისევე როგორც არ ინტერესდებიან თუ სად მიდის თვითმფრინავის საპირფარეშოში ჩარეცხილი წყალი ან რას ნიშნავს თვითმფრინავში გაგონილი ზოგიერთი ხმა.
ეხმარება კი ფანჯრების ფორმა თვითმფრინავს დარჩეს სტაბილურად მაღლა, თუ ის უბრალოდ ესთეტიკის გამოა შერჩეული?
როდესაც ზევით, 50-იან წლებზე ვსაუბრობდით, დავაკონკრეტებთ, რომ მაშინ ფანჯრებს ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდათ. იმ დროს, თვითმფრინავები ბევრად ნელა და დაბლა დაფრინავდნენ.
ფანჯრების ოვალური ფორმა თვითმფრინავების უსაფრთხოების მიზნით შეიქმნა. გარდა იმისა, რომ მრგვალი ფანჯარა უფრო ლამაზია, მისი არსებობის მიღმა სხვა მიზეზებიც იმალება. მომრგვალებული კუთხეები შექმნილია იმისთვის, რომ ფანჯრის გარედან არსებული წნევა დარეგულირდეს და შუშის გაბზარვის შანსები მინიმუმამდე დავიდეს. სხვათაშორის, სწორედ ამიტომ ცივა თვითმფრინავში.
რაც უფრო მოთხოვნადი ხდება ფრენები, მით უფრო ცდილობენ ავიახაზები, რომ რაც შეიძლება მაღლა იფრინონ და ამით ხარჯები მაქსიმალურად შეამცირონ. ამგვარად, იზოგება არასაჭირო საწვავის გამოყენებაც. თვითმფრინავები თავად ძალიან ჰერმეტული უნდა იყოს, რაც ზრდის წნევის სხვაობას მის შიდა და გარე სივრცეებში.
მრგვალმა ფანჯრებმა სწორედ ამ კუთხით გამოამჟღავნეს თავიანთი სარგებელი. 1953 და 1954 წლებში, სამი თვითმფრინავი ჰაერში ყოფნის დროს გაფუჭდა. ეს ფანჯრების მახვილი კუთხეების მიერ გამოწვეული სტრესის გამო მოხდა, რომელსაც ტრანსპორტმა ვერ გაუძლო. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფანჯრების კუთხეებმა თვითმფრინავები დაბლა დაწია. ამიტომაც, მას შემდეგ ფანჯრები კუთხეების გარეშე შექმნეს. ახალი ფორმის წყალობით, ჩვენ გაცილებით უსაფრთხოდ ვფრინავთ.
წაიკითხეთ თუ რას ნიშნავს თვითმფრინავის რეჟიმი და უნდა გამოვიყენოთ თუ არა ის.