თუ მოგზაურობა გსურთ, მაგრამ გამყოლი არ გყავთ, მეგობრებს და ოჯახის წევრებს არ სცალიათ ან რაიმე მიზეზი აქვთ, უარი მაინც არ უნდა თქვათ. ქალბატონების სოლო მოგზაურობა ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭს. საშუალება გეძლევათ გაექცეთ კომფორტ ზონას, შეხვდეთ ახალ ადამიანებს და აღმოაჩინოთ საუკთარი თავი. რა სარგებელს მოგიტანთ მოგზაურობა? მიზეზი 1: ეს გაგაძლიერებთ მარტო მოგზაურობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ და მნიშვნელოვან გამოცდილებას […]
ფრენა საოცარი მოვლენაა. რამდენიმე საათით ვსხდებით თვითმფრინავში და უეცრად სრულიად განსხვავებულ გარემოში ვინაცვლებთ. მაგრამ, თუ ფრენა დიდი ხნით გვიწევს, ხშირად დაღლილობას და გამოფიტვას ვრძნობთ. ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ. 1. ხელბარგი გონივრულად ჩაალაგეთ ჩვენ გირჩევთ ხელბარგში კბილის პასტა და ჯაგრისიც მოათავსოთ, რათქმაუნდა სამოგზაურო ზომის, რადგანაც კბილის გახეხვა გვაფხიზლებს და გვაცოცხლებს. ასევე, იღლიის სპრეი, ტუჩის ბალზამი […]
ევროპის ბევრი ქალაქი ფეხით იოლად მოსავლელი და გამოსაკვლევია. მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს უსაფრთხოებას, საფეხმავლო გზებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასს და მანქანებისგან თავისუფალი არეალების რაოდენობას რათა საუკეთესო 9 ქალაქი დაედგინათ. მიუნხენმა სიის სათავეში მოქცევა საფეხმავლო ქალაქის ცენტრით, უმაღლესი უსაფრთხოებით და ველოსიპედისთვის განკუთვნილი გამართული ბილიკებით მოახერხა. თუ ფეხით სიარული გიყვართ, ამ მხრივ ევროპის საუკეთესო ქალაქებს წარმოგიდგენთ უახლესი ინფორმაციით: მიუნხენი […]
უკანასკნელი გლობალური გამოკითხვის შედეგად, 2024 წლის საუკეთესო კუნძულები გამოვლინდა დასასვენებლად. სიის სათავეში მოექცნენ მალდივები, ბალი და ფუ კოკი ვიეტნამში. სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: მალდივები ფუ კოკი, ვიეტნამი ბალი, ინდონეზია მილოსი, საბერძნეთი დომინიკა კრეტა, საბერძნეთი ჰვარი & დალმატია, ხორვატია კოჰ სამუი, ტაილანდი გალაპაგოსი, ეკვადორი დიდი რიფები, ავსტრალია მალდივებზე ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია. აქ თეთრი ქვიშის სანაპიროები, კრისტალივით […]
მუზეუმისგან გამოწვეული დაღლა ძალიან რეალურია. გამოკვლევების მიხედვით, მუზეუმის ვიზიტორები ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ იმ გამოფენების მიმართ, რომლებიც მათ ინტერესს არ ამართლებენ. ახალ ადგილას მოგზაურობა, რომელიც სავსეა ისტორიული და კულტურული საგანძურით, ხანდახან დაბნეულობის განცდას იწვევს. არ გსურთ რომ რამე გამოგრჩეთ, მაგრამ ყველა მუზეუმი უფრო და უფრო მონოტონური ხდება. ჩვენ გირჩევთ როგორ დაამარცხოთ ეს დაღლა და ისიამოვნოთ მუზეუმებით. […]
არ აქვს მნიშვნელობა რა გაკავშირებთ ადამიანთან, რომელთანაც მოგზაურობას გეგმავთ, აუცილებელია, რომ წინასწარ მასთან ყველანაირი დეტალი გაიაროთ და შეთანხმდეთ. ხანდახან ჩვენი წარმოდგენები არ ემთხვევა რეალობას და იმედები გვიცრუვდება. კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია ცხოვრების ყველა ასპექტში მნიშვნელოვანია, იქნება ეს სამსახური თუ პირადი ურთიერთობები. ამგვარად თქვენს სამოგზაურო კომპანიონს უკეთ გაუგებთ. იქამდე, სანამ სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, იქონიეთ ღია და ღრმა […]
ავრორა ბუნებრივი ფენომენია, რომლის ხილვაზეც უამრავი მოგზაური ოცნებობს. მნიშვნელოვანია თუ სად და წლის რომელ დღეებში უნდა ნახოთ ის. ჩრდილოეთის ნათებას ცაზე საუკეთესოდ შეიგრძნობთ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, სადაც გამონაბოლქვიც მინიმუმამდეა დაყვანილი. ტრადიციულად ავრორა არქტიკულ სარტყელს “სწყალობს”. ჩვენ ევროპის იმ კონკრეტულ ადგილებს გირჩევთ, სადაც ჩრდილოეთის ციალი ხშირი მოვლენაა. ბლასკოგაბიგო, ისლანდია / Bláskógabyggð ისლანდიის ლანდშაფტების თითქმის ყველა ფოტო […]
რთულია ევროპის ხიბლს გაუძლო, სადაც ყველა კუთხეში უამრავი საკულტო ისტორიული ძეგლი იმალება. მაგრამ ამ კონტინენტზე ბევრ ისეთ ადგილსაც აღმოაჩენთ, რომელიც დაცლილია ხალხმრავლობისგან და უფრო მშვიდი მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ. ჩვენ საუკეთესოები შეგირჩიეთ. აბრუზო, იტალია იტალია ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ, აბრუზო მისი გამორჩეული რეგიონია მთებით, ზღვით და ულამაზესი ლანდშაფტით. მოინახულეთ მისი დედაქალაქი ლაკილა და ისტორიული სოფლები მის […]
დასვენებასთან საუკეთესოდ ასოცირდება ტროპიკები მზიანი ამინდებითა და ულამაზესი სანაპიროებით. აქ დაისვენებთ პალმის ჩრდილში და დატკბებით ზღვისა და მთების ხედებით. ყველასთვის ნაცნობია ამერიკის ტროპიკული მიმართულებები, მაგრამ ჩვენ შედარებით ბიუჯეტურ ადგილებს გირჩევთ. 1. ბალი, ინდონეზია “ღმერთების კუნძული” ტურისტებს დაუიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. აქ ყველაზე ბიუჯეტური ქალაქია უბუდი სამოთხისებური სიმწვანითა და ადეკვატური ფასებით. ინდონეზიის ლეგენდარულ კუნძულზე დაკავდებით ლაშქრობით, დაივინგით, […]
ჯგუფური მოგზაურობის დაგეგმვა რთული გამოწვევაა. ყველას თავისი აზრი აქვს რა უნდა გააკეთოთ, სად უნდა წახვიდეთ და სად დარჩეთ. მაგრამ, არსებობს რამდენიმე მიმართულება, რაც გადაწყვეტილებას გაგიიოლებთ. მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ამ 4 ლოკაციაზე მოგზაურობას დაუვიწყარს გახდით. კიანტი, ტოსკანა, იტალია ღვინის ქვეყანაში მეგობრების ვიზიტი ნამდვილად ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა. გაეშურეთ ტოსკანაში, იტალიის საუკეთესო ღვინის დაბადების ადგილას, კერძოდ კიანტიში. […]