ჩვენ უკვე გაგაცანით მსოფლიოს ყველაზე სტრესული აეროპორტები სამოგზაუროდ, ახლა კი მათ საპირისპიროდ, ყველაზე მარტივად გასაგნებ აეროპორტებს წარმოგიდგენთ. როგორც წესი, აეროპორტები სტრესს და გადაღლას უკავშირდებიან, მაგრამ ზოგიერთი ევროპული აეროპორტი მგზავრების კომფორტზე მაქსიმალურად ზრუნავს. საუკეთესო საჰაერო მგზავრობის გამოცდილებას ამ აეროპორტებში ნამდვილად მიიღებთ. მალაგას აეროპორტი, ესპანეთი აქ უმარტივესად იპოვნით თქვენს გეითს მალაგა ცნობილი დასასვენებელი მიმართულებაა და მისი აეროპორტიც […]
ცოცხალი აღლუმები, მდიდრული კოსტიუმები და ქუჩის წვეულებები დაუვიწყარ გამოცდილებებს გვძენს და უნიკალურ მოგონებებს გვიქმნის. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე უდიდეს ზეიმს გირჩევთ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ. ექსტრავაგანტური და თავბრუდამხვევი კარნავალები და ფესტივალები ამ ქალაქებში კონკრეტულ დროს ჩასვლისთვის ნამდვილად ღირს. 1. ვენეცია, იტალია როდის: იანვრის ბოლო/თებერვლის დასაწყისი მსოფლიოს კარნავალებიდან ვენეციის კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და […]
ევროპის ქალაქებში ბევრი ლამაზი სანახაობაა, მაგრამ, ზოგგან ისეთი ბიბლიოთეკები დაგხვდებათ რომ სუნთქვას შეგიკრავენ. ზოგი ინოვაციური დიზაინით მოგხიბლავთ, ზოგიც მინიმალიზმით. ზოგში შებიჯება სამეფო სასახლეში შესვლას ჰგავს. ჩვენ 10 მათგანი შეგირჩიეთ. ბოდლეინის ბიბლიოთეკა, ოქსფორდი, ინგლისი Bodleian Library, Oxford ოქსფორდი ბევრი შთამბეჭდავი ბიბლიოთეკით გამოირჩევა, მაგრამ ბოდლეინი ანტიკურ კათედრალს ჰგავს. მისი ისტორია მე-14 საუკუნით თარიღდება. აქ 13 მილიონზე მეტი […]
3-4 დღის გატარება მსოფლიოს უცნობ კუთხეებში, მათი საჭმლის მირთმევა და ღირსშესანიშნაობების ხილვა მოგზაურობის მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო აქტივობაა. ევროპაში ბევრი ახლოს მდებარე ისეთი ქალაქია, რომელთა მონახულებაც ერთ წასვლაზე იოლი და ბიუჯეტურია. ჩვენ გირჩევთ ამ ხელსაყრელ ლოკაციებს და მათ შორის დაკავშირების გზებს: ამსტერდამი და როტერდამი მატარებლის გზა: 41წთ მოგზაურობა ამსტერდამსა და როტერდამს შორის სულ რაღაც 40 წუთშია […]
ყველა სრიალის მოყვარულმა იცის, რომ სათხილამურო კურორტებზე დასვენება, როდესაც სრიალი გსურს, იაფი სიამოვნება არაა. თუმცა, თუ გსურთ ქვეყნიდან გახვიდეთ და სხვა სასრიალო ბილიკებიც გამოსცადოთ, ევროპის რამდენიმე კურორტი ზამთარში ბიუჯეტურ დასვენებას გვთავაზობს. 1. ბოროვეტსი, ბულგარეთი Borovets – ზამთარში დიდი თავშეყრის ადგილია მე-19 საუკუნიდან. მას აქვს ლურჯი ბილიკი დამწყებთათვის და წითელი საშუალო სირთულის. ისრიალებთ ბულგარეთის მთა მუსალაზე, […]
ზამთარში დასვენებასაც თავისი ხიბლი აქვს: შობა-ახალი წელი, ჩრდილოეთის ციალი, თოვლი, სრიალი და აშ. ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ სეზონზე შედარებით თბილი ამინდი დაგხვდებათ, ევროპის ცენტრში მყუდრო კაფის კულტურა ხოლო ჩრდილოეთით ჯადოსნური ატმოსფერო. ევროპული დასვენება შედარებით ბიუჯეტურია დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ: 1. დალიეთ გლიტვეინი გერმანიის ან ავსტრიის საშობაო ბაზრობებზე გერმანიასა და ავსტრიაში რომანტიკული და […]
60 წელს გადააბიჯეთ და თავგადასავლები გსურთ? ან გინდათ რომ მშობლები თუ ბებია-ბაბუები გაახაროთ და არ იცით სად გაუშვათ? პენსიის ასაკი ევროპაში იმ დროდ მიიჩნევა, როდესაც აქტიური მოგზაურობა უნდა დაიწყო. მითუმეტეს მაშინ, თუ ამას სამსახურის თუ სხვა ვალდებულებების გამო ვერ აკეთებდი. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ ოქროს ასაკში რომ საუცხოოდ და ბიუჯეტურად იმოგზაუროთ. 1. სტამბოლი, თურქეთი […]
გერმანიის დედაქალაქს უკვე ერთი დიდი აეროპორტი აქვს, რომელმაც მანამდე არსებული სამი აეროპორტის მაგივრობა გაწია. როგორც კი ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ჩახვალთ, ქალაქის ცენტრში მოხვედრაზე არ უნდა იდარდოთ. აქედან აეროპორტის ტაქსები, მატარებლები და ავტობუსები აქტიურად დადიან. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანაც. ტაქსი: 49€, დრო: 45 წთ ავტობუსი: 3.80€, დრო 45-55 წთ. მატარებელი: 3.80€, დრო 30 წთ. ბრანდებურგის ბერლინის აეროპორტიდან […]