ევროპის საზღვაო სანაპირო ზოლი ცნობილია, თუმცა არანაკლებ სასიამოვნოა მისი ტბები და მდინარეები. აღმოჩნდა, რომ ბულგარეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში ევროპის ყველაზე სუფთა სახმელეთო წყლებია. ევროპის გარემოს სააგენტომ ევროპის კომისიასთან შეთანხმებით, შეისწავლა ევროკავშირის ქვეყნები, შვეიცარია და ალბანეთი. გამოიკვლიეს ბაქტერიული შემადგენლობა და სხვადასხვა ტიპის წყლის დაბინძურებები. კვლევების მიხედვით, საზღვაო სანაპირო ზოლს უფრო კარგი ქულები აქვს მიღებული, ვიდრე სახმელეთო […]
თუ ევროპულ სანაპირო დასვენებაზე ფიქრობთ, გეტყვით, რომ უახლესი კვლევების მიხედვით, კონტინენტის ორ ქვეყანას გამორჩეულად სუფთა წყალი აქვს სანაპიროებზე. ევროპის გარემოს საგენტომ ევროპის კომისიასთან შეთანხმებით, დაადგინა, რომ სლოვენიასა და ლიეტუვას მსოფლიოში გამორჩეულად სუფთა სანაპირო წყლები აქვს. რეპორტის მიხედვით გამოიკვლიეს ევროკავშირის ქვეყნები, ალბანეთი და შვეიცარია. ლოკაციების 85% ექვემდებარებოდა სტანდარტებს და წარმოადგენდა საცურაო წყლის მაღალ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ […]
თუ არ იცით სად როგორ მოქმედებს ჩაის დატოვების კულტურა, ჩვენ ვეცდებით ამაში გაგარკვიოთ. ყველა ქვეყანას განსხვავებული წესები აქვს, გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს ევროპის მასშტაბით. რესტორნები და ბარები ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში 15%-ზე მეტი ჩაის დატოვება საჭირო არაა. ბევრ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთს, ჩეხეთს, უნგრეთს, ირლანდიას, პორტუგალიას და დიდ ბრიტანეთს, სერვისის მომსახურეობა ანგარიშში ისედაც შეჰყავს, […]
ევროპის ბევრი ქალაქი ფეხით იოლად მოსავლელი და გამოსაკვლევია. მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს უსაფრთხოებას, საფეხმავლო გზებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასს და მანქანებისგან თავისუფალი არეალების რაოდენობას რათა საუკეთესო 9 ქალაქი დაედგინათ. მიუნხენმა სიის სათავეში მოქცევა საფეხმავლო ქალაქის ცენტრით, უმაღლესი უსაფრთხოებით და ველოსიპედისთვის განკუთვნილი გამართული ბილიკებით მოახერხა. თუ ფეხით სიარული გიყვართ, ამ მხრივ ევროპის საუკეთესო ქალაქებს წარმოგიდგენთ უახლესი ინფორმაციით: მიუნხენი […]
რთულია ევროპის ხიბლს გაუძლო, სადაც ყველა კუთხეში უამრავი საკულტო ისტორიული ძეგლი იმალება. მაგრამ ამ კონტინენტზე ბევრ ისეთ ადგილსაც აღმოაჩენთ, რომელიც დაცლილია ხალხმრავლობისგან და უფრო მშვიდი მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ. ჩვენ საუკეთესოები შეგირჩიეთ. აბრუზო, იტალია იტალია ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ, აბრუზო მისი გამორჩეული რეგიონია მთებით, ზღვით და ულამაზესი ლანდშაფტით. მოინახულეთ მისი დედაქალაქი ლაკილა და ისტორიული სოფლები მის […]
ეს ულამაზესი ევროპული ქალაქი მსოფლიოში საუკეთესო საფეხმავლო ქალაქად დასახელდა უფასო საფეხმავლო ტურების პლატფორმის, GuruWalk-ის მიერ. ყურადღება, ეს რომია, იტალიის დედაქალაქი! პლატფორმამ სია გასული წლის მიხედვით შეადგინა. აქ ბევრი ნანგრევი, შთამაგონებელი ხელოვნება და ცოცხალი ქუჩის ცხოვრებაა. რომს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ მიმართულებადაც მიიჩნევენ. იტალიის დედაქალაქი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების მიზნით, ფეხით ადვილად მოსავლელია, რადგანაც ძეგლების უმეტესობა მანქანებისგან […]
ევროპის ქალაქებში ბევრი ლამაზი სანახაობაა, მაგრამ, ზოგგან ისეთი ბიბლიოთეკები დაგხვდებათ რომ სუნთქვას შეგიკრავენ. ზოგი ინოვაციური დიზაინით მოგხიბლავთ, ზოგიც მინიმალიზმით. ზოგში შებიჯება სამეფო სასახლეში შესვლას ჰგავს. ჩვენ 10 მათგანი შეგირჩიეთ. ბოდლეინის ბიბლიოთეკა, ოქსფორდი, ინგლისი Bodleian Library, Oxford ოქსფორდი ბევრი შთამბეჭდავი ბიბლიოთეკით გამოირჩევა, მაგრამ ბოდლეინი ანტიკურ კათედრალს ჰგავს. მისი ისტორია მე-14 საუკუნით თარიღდება. აქ 13 მილიონზე მეტი […]
თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი, მეგობარი, მშობელი ან უბრალოდ მეგზური ევროპაში მოგზაურობისას კრუიზით სიამოვნების მიღებას გეგმავთ, ჩვენ საუკეთესო ვარიანტებს შემოგთავაზებთ. კრუიზი მშვენიერი საშუალებაა, რომ რამდენიმე ლოკაციას ეწვიოთ, აირიდოთ ტრანსპორტირების დაგეგმვის სტრესი, უბრალოდ მოდუნდეთ და გემრიელი ღვინო დალიოთ. კრუიზი დუოროზე, ოქროს ღვინოების დასაგემოვნებლად, პორტუგალია თუ კარგი ღვინის დამფასებელი ხართ, მაშინ მდინარე დუოროს კრუიზს უნდა შეუერთდეთ. დუოროს […]
3-4 დღის გატარება მსოფლიოს უცნობ კუთხეებში, მათი საჭმლის მირთმევა და ღირსშესანიშნაობების ხილვა მოგზაურობის მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო აქტივობაა. ევროპაში ბევრი ახლოს მდებარე ისეთი ქალაქია, რომელთა მონახულებაც ერთ წასვლაზე იოლი და ბიუჯეტურია. ჩვენ გირჩევთ ამ ხელსაყრელ ლოკაციებს და მათ შორის დაკავშირების გზებს: ამსტერდამი და როტერდამი მატარებლის გზა: 41წთ მოგზაურობა ამსტერდამსა და როტერდამს შორის სულ რაღაც 40 წუთშია […]
ყველა სრიალის მოყვარულმა იცის, რომ სათხილამურო კურორტებზე დასვენება, როდესაც სრიალი გსურს, იაფი სიამოვნება არაა. თუმცა, თუ გსურთ ქვეყნიდან გახვიდეთ და სხვა სასრიალო ბილიკებიც გამოსცადოთ, ევროპის რამდენიმე კურორტი ზამთარში ბიუჯეტურ დასვენებას გვთავაზობს. 1. ბოროვეტსი, ბულგარეთი Borovets – ზამთარში დიდი თავშეყრის ადგილია მე-19 საუკუნიდან. მას აქვს ლურჯი ბილიკი დამწყებთათვის და წითელი საშუალო სირთულის. ისრიალებთ ბულგარეთის მთა მუსალაზე, […]
- 1
- 2