რჩევები

უფასო აპლიკაციები ფრენების შესამოწმებლად

ფრენების შემოწმება გასართობი ჰობია. ხანდახან, როცა საყვარელი ადამიანი მოგზაურობს ეს საჭიროც ხდება. ამ აპლიკაციების მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ ფრენის დეტალები უფრო სწრაფად, ვიდრე უშუალოდ ავიახაზების ოფიციალურ პლატფორმებზე. მათი მეშვეობით შეგიმცირდებათ სტრესიც. არ აქვს მნიშვნელობა მოგზაურობის გამარტივება გსურთ, ფრენის კონტროლი თუ უბრალოდ გასართობი დაკვირვება, ამ აპლიკაციებში ყველა იმ ინფორმაციას აღმოაჩენთ, რაც გჭირდებათ.

Plane Finder

ეს აპლიკაცია წარმოგვიდგენს ლაივ ინფორმაციას თქვენს ფრენაზე და ნებისმიერი სახის ცვლილებაზე. ის ასევე გამცნობთ ამინდს და გადატვირთულობის ხარისხს. აპლიკაციას აქვს უფასო ვერსია რეკლამებით და ფასიანი პრემიუმ სერვისი.

FlightRadar24

ამ აპლიკაციასაც აქვს უფასო და ფასიანი ვერსიები. ის გვიზიარებს ინფორმაციას აეროპორტების და ფრენების შესახებ. ფრენების რადარი მშვენიერი აპლიკაციაა მათთვის, ვისაც სურს გაიგოს თუ რამდენად დაკავებულია კონკრეტული აეროპორტი და გაიგოს საჭირო ინფორმაცია ფრენის სტატუსისა და ხანგრძლივობის შესახებ. ასევე გაიგებთ თუ იმ კონკრეტულ პერიოდში რამდენი ფრენა ხორციელდება მითითებულ აეროპორტში.

FlightAware

ეს ძალიან საჭირო აპლიკაცია მთელი ფრენის მანძილზე მოგაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მხოლოდ ავიახაზების სახელის და ფრენის ნომრის საშუალებით მიიღებთ ერთად თავმოყრილ ყველანაირ ინფორმაციას კონკრეტულ ფრენაზე.

Flight Tracker

ეს მშვენიერი აპლიკაციაა საკუთარი და ოჯახის წევრის თუ მეგობრის ფრენის გასაკონტროლებლად რათა გაიგოთ თუ როდის ჩავა თავის დანიშნულების ადგილას. ის მარტივია გამოსაყენებლად და შეტყობინებებსაც გამოგიგზავნით რაიმე ცვლილების შემთხვევაში.

Trip Plans

ეს არამხოლოდ ფრენების გამაკონტროლებელი, არამედ მოგზაურობის დამგეგმავი აპლიკაციაა. აპლიკაციაში შეამოწმებთ თუ რომელ აეროპორტში მიდიხართ, რომელი ტერმინალი და გეითი გეკუთვნით და აშ. შეგიძლიათ თქვენი ფრენის ინფორმაცია გაუზიაროთ სხვასაც. გრაფიკი ხელმისაწვდომია ინტერნეტის გარეშეც.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *