ფრენის ეტიკეტი იწყება იქამდე, სანამ თვითმფრინავში ჩასხდებით. გქონდეთ თან ჩასასხდომი ბილეთი და პასპორტი მზად, როცა აეროპორტის დაცვას მიადგებით. თუ რიგში მოცდა გიწევთ, გათვალეთ წინასწარ: შეგიძლიათ პროცესი დააჩქაროთ საათის და ქამრის მოხსნით, ლეპტოპის ჩანთიდან ამოღებით და სითხეების შემოწმებით იქამდე, სანამ შესამოწმებელ კონვეიერს მიადგებით. ასე თქვენც და თქვენ უკან მყოფებიც გაცილებით სწრაფად გაივლით შემოწმებას.
2 მოათავსეთ ჩანთა გონივრულად
იმისათვის, რომ თვითმფრინავში ჩანთა ყველა მოგზაურმა დაატიოს, იზრუნეთ მაქსიმალური ადგილის გამონთავისუფლებაზე. თაროზე ჩანთა მოათავსეთ ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. ასევე, მაღლა დადეთ მხოლოდ 1 ხელჩანთა, მეორე შეგიძლიათ სკამის ქვეშ არსებულ ცარიელ ადგილას შეინახოთ.
3 დაეხმარეთ გვერდით მყოფ მოგზაურს
სანამ თქვენს ჩანთას მაღლა ანთავსებთ, შესთავაზეთ გვერდზე მჯდომ მგზავრს, თავისიც მოგაწოდოთ. ეს არამხოლოდ კეთილი საქციელია, არამედ ჩასხდომის პროცესს ყველასთვის უფრო ეფექტურსაც კი ხდის. იხილეთ როგორ უნდა ჩაალაგოთ ბარგი სწორად.
4 გადაუცვალეთ ადგილი ოჯახის წევრებს
ხანდახან, დედას და შვილს არ აქვთ საშუალება ერთად ისხდნენ, რადგანაც ზოგიერთი კომპანია ამ ფუნქციას საერთოდ ბლოკავს ან ზედმეტ გადასახადს ითხოვს. თუ მარტო მოგზაურობთ და გაქვთ საშუალება ისინი ერთად დასვათ, შეუქმენით მათ ეს კომფორტი.
5 პატივი ეცით თქვენს ლიმიტირებულ სივრცეს
ყველა მგზავრმა უნდა გაიაზროს საკუთარი პირადი სივრცე და გვერდზე მსხდომები მისი დარღვევით არ შეაწუხოს. გააკონტროლეთ საკუთარი თავი არ ჩაგეძინოთ მეზობელი მგზავრის მხარზე და მოათავსეთ ფეხები მხოლოდ საკუთარ სივრცეში.
6 მიაქციეთ ყურადღება პირად ნივთებს
ეცადეთ არ გაარტყათ საკუთარი ჩანთა სხვა მგზავრებს, როცა სკამებს შორის ჩაივლით. დაიჭირეთ ისინი თქვენ პირისპირ და სხეულთან ახლოს. დაჯდომისას თან იქონიეთ ყველაფერი რაც დაგჭირდებათ, რათა ჩანთის ჩამოღება ხშირად არ დაგჭირდეთ.
7 ისაუბრეთ სიფრთხილით
ზოგ ადამიანს დროის გასაყვანად უცხო ადამიანებთან საუბარი მოსწონს, ზოგს კი თავისთვის ყოფნა და სიჩუმე ურჩევნია. თუ პირველ ჯგუფს მიეკუთვნებით, დაფიქრდით, მეორე ჯგუფის წარმომადგენელი ხომ არ გიზით გვერდით. თუ ისინი კონტაქტს არ ინდომებენ, თავს ნუ შეაწყენთ.
დაიძინეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს ძალიან გესაჭიროებათ. შესაძლოა თავი ვერ გააკონტროლოთ და სხვები შეაწუხოთ. სამგზავრო ბალიში ბრწყინვალე რამაა იმისათვის, რომ სხვისი სივრცე არ გადაკვეთოთ. თუ ხვრინვა გჩვევიათ, ასევე, მოერიდეთ ჩაძინებას.
10 თვითმფრინავიდან ჩამოდით მშვიდად
როდესაც თვითმფრინავი აეროპორტში ჯდება, ადამიანთა სიჩქარე თვითმფრინავში დიდ ქაოსს ქმნის. მშვიდად დაელოდეთ თქვენ რიგს. ჩამოსვლისას კი ბორტგამცილებლებისთვის მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ. მათ ეს ძალიან გაუხარდებათ. საიდუმლოებები ბორტგამცილებლებისგან.