შეიძლება თუ არა მაკრატლების თვითმფრინავში ატანა?
ხელბარგის შესახებ კითხვების დასმა ყოველთვის აქტუალურია მოგზაურებში. აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმება მკაცრია და ყველა ნივთს ბორტზე ვერ აიტანთ. ამჯერად მაკრატლებზე, პინცეტებზე და მსგავს ნივთებზე მოგცემთ რჩევებს: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორია რეგულაციები.
ფრჩხილის მაკრატელი ხელბარგში: დაშვებულია თუ მისი პირის სიგრძე 6 სმ-ს არ აღემატება. სხვა შემთვევაში აკრძალულია. მაკრატელი პოტენციურად საშიშ ნივთად ითვლება, ამიტომაც უსაფრთხოებისთვის გირჩევთ ის ჩასაბარებელ ბარგში მოათავსოთ. თუმცა, თუ მხოლოდ ხელბარგით მიდიხართ, შეამოწმეთ კონკრეტული ავიახაზების რეგულაციები, რომელსაც იმ მომენტში იყენებთ.
რა ხდება ფრჩხილის ქლიბების შემთხვევაში? როგორც წესი ისინი ხელბარგში დაშვებულია. მთავარია არ ჰქონდეს ბასრი დაბოლოებები.
პინცეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პირადი ნივთია, რომელიც ხელბარგში დაშვებულია.
ფრჩხილის საჭრელი ინსტრუმენტი როგორც წესი ხელბარგში პრობლემა არაა და საშიშად არ ითლება. თუმცა, მას არ უნდა ჰქონდეს დამატებითი მოწყობილობები, რადგანაც დანასთან კომბინირებული ფრჩხილის საჭრელი შემოწმებას ვერ გაივლის.
რა უნდა ქნათ თუ თქვენი მაკრატელი აეროპორტში პრობლემა გახდა?
- ჩააბარეთ ის და იყიდეთ შემცვლელი მოგვიანებით
- დაიბრუნეთ ის მოგზაურობიდან დაბრუნებისას (აეროპორტები ჩამორთმეული ნივთის დაბრუნების სერვისსაც გვთავაზობენ, ამისათვის უსაფრთხოების თანამშრომელი უნდა გააფრთხილოთ)
გირჩევთ მაკრატელი და მსგავსი ნივთები გამჭვირვალე ჩანთაში მოათავსოთ, რათა მათი დათვალიერება თანამშრომლებისთვის მარტივი იყოს.

