რჩევები

საუკეთესო საკრუიზო მიმართულებები ევროპაში

თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი, მეგობარი, მშობელი ან უბრალოდ მეგზური ევროპაში მოგზაურობისას კრუიზით სიამოვნების მიღებას გეგმავთ, ჩვენ საუკეთესო ვარიანტებს შემოგთავაზებთ. კრუიზი მშვენიერი საშუალებაა, რომ რამდენიმე ლოკაციას ეწვიოთ, აირიდოთ ტრანსპორტირების დაგეგმვის სტრესი, უბრალოდ მოდუნდეთ და გემრიელი ღვინო დალიოთ.

კრუიზი დუოროზე, ოქროს ღვინოების დასაგემოვნებლად, პორტუგალია

თუ კარგი ღვინის დამფასებელი ხართ, მაშინ მდინარე დუოროს კრუიზს უნდა შეუერთდეთ. დუოროს ველი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ღვინის წარმოების რეგიონია, რომელიც ღვინის ენთუზიასტებს წითელი ღვინის დიდი არჩევანის გამო უყვართ. საკრუიზო კომპანიებს 8 დღიანი ტური აქვთ დუოროზე. თუ რთველის პერიოდში იმოგზაურებთ, ტრადიციულ აქტივობებსაც შეესწრებით. კრუიზი იწყება და მთავრდება პორტოში, გაივლით ვენახებს შორის და დატკბებით პანორამული ხედებით.

იხილეთ ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიის არქტიკულ სარტყელში

კრუიზით მაგიური გამოცდილების მისაღებად ნორვეგია ფანტასტიკური ადგილია. შემოგთავაზებენ 11 დღიან კრუიზს ნორვეგიაში, რომლის ფარგლებშიც ეწვევით ტრომსოს, ალტას და ლოფოტენის კუნძულებს და ცის ულამაზეს შეფერილობებს ნახავთ. გიდები ექსპერტები არიან, რომლებიც ნორვეგიის ბიოლოგიის, გეოლოგიის და გეოგრაფიის შესახებ მოგიყვებიან.

გაიარეთ იახტით შოტლანდიის ჯადოსნურ წყლისპირა დასახლებებში

რომანტიკას დიდ ბრიტანეთშიც აღმოაჩენთ. გასაოცარი შოტლანდიის ლანდშაფტი იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. ფერადი სახლები და უძველესი სასახლეები ულამაზეს ხედებს ქმნიან. აქ გემრიელ ვისკის შემოგთავაზებენ.

აღმოაჩინეთ ბორდოს გემრიელი საკვები და ღვინო, საფრანგეთი

საფრანგეთში კი ერთ-ერთი საუკეთესო კრუზს ბორდო გთავაზობთ. გაეცნობით ფრანგულ ტრადიციულ კერძებს და დააგემოვნებთ ფრანგულ ღვინოს. ბორდო და მის გარშემო არსებული ღვინის რეგიონი გურმანებისთვის ნამდვილი სამოთხეა. დაუვიწყარი 8 დღიანი კრუიზი მდინარეებზე  დაგათვალიერებინებთ მაღალი დონის ვენახებს და გაგაცნობთ ფრანგული კულინარიის ხელოვნებას. კრუიზს ცნობილი შეფი მონიკა გალეტი ატარებს.

იხილეთ ჰოლანდიის ყვავილები

მათ ვისაც ყვავილები უყვარს, ჰოლანდიას ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს. გაზაფხულზე ცნობილ კეუკენჰოფის ბაღებში (Keukenhof Gardens) მილიონობით ყვავილი ყვავის. 5 დღიან კრუიზში სწორედ მას დაათვალიერებთ. ბაღის გარდა იხილავთ მშვიდ როტერდამს მისი ელეგანტური არქიტექტურით და რაღა თქმა უნდა, ამსტერდამს.

გამოიკვლიეთ ვენეციური ლაგუნას კუნძულები, იტალია

ვენეცია იტალიის ყველაზე რომანტიკულ ქალაქად ითვლება. გაატარეთ 7 არაჩვეულებრივი დღე მისი ლაგუნის წყლიდან დათვალიერებაში. იხილავთ წმ. მარკის ბაზილიკას, ტორჩელოს ტაძარს და დოგის სასახლეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *