საკვები, რომელიც თვითმფრინავში არასდროს უნდა მიირთვათ
ნუტრიციონისტები გვირჩევენ თუ რომელი საკვები აქცევს თქვენს მორიგ ფრენას კატასტროფად:
ნიორი და ხახვი
ნივრის ბრეცელებს თვითმფრინავში ნუ აიყოლებთ. სჯობს უარი თქვათ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც პირის ღრუში ცუდ სუნს ტოვებენ. ალტერნატივის სახით, თან იქონიეთ და მიაყოლეთ პიტნის კანფეტი ან საღეჭი რეზინი.
ალკოჰოლი
მათ, ვისაც ფრენის ეშინია, ალკოჰოლის მიღება დასამშვიდებელ საშუალებად მოეჩვენება. მაგრამ, ფრენა თავისთავად, ორგანიზმში დეჰიდრატაციას იწვევს და ალკოჰოლით მას უფრო დიდ სტრესს მიანიჭებთ.
ჩირი
გამხმარი ხილის შეკვრა, თვითმფრინავში ასატანად შესაძლოა სასიამოვნო ხემსად მიგაჩნიათ, მაგრამ ამას დიდი ალბათობით ინანებთ. ჩირი სულფიტებს შეიცავს, რამაც შესაძლოა კაბინაში ხველება დაგაწყებინოთ. განსაკუთრებით საფრთხილოა ასთმის მქონეთათვის.
ყავა
1 ფინჯანი ყავა 475 მილიგრამ კოფეინს შეიცავს. მისი დალევის შემთხვევაში, 2 საათიანი ფრენის დროს, გვერდით მსხდომებს საპირფარეშოში ხშირი გასვლით და მოუსვენრობით შეაწუხებთ.
ლურჯი ყველი
ლურჯმა ყველმა დედამიწიდან მაღლა, 10 კილომეტრში, თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ გაწყინოთ. კაბინაში ოქსიგენის დაბალი დონეა და თუ ტურბულენტურ სივრცეში შეხვალთ, შესაძლოა საპირფარეშოში საერთოდ ვერ გახვიდეთ და მუცელმა შეგაწუხოთ.
თხილი და არაქისის კარაქი
შესაძლოა თავად არ გაქვთ თხილზე ალერგია, თუმცა თუ მის შეკვრას თვითმფრინავში გახსნით, შესაძლოა ალერგიულ ადამიანზე იმოქმედოს. მგზავრის ალერგიული შეტევა კი არავის აწყობს.
სალიამი
სალიამის სენდვიჩი, რომელიც აეროპორტში შეიძინეთ, ფრენის დროს რეკომენდირებული არაა. ის ჰისტამინით გაჯერებული საკვებია და ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციას. ამას ინდაურის ხორცისგან მომზადებული სენდვიჩი ჯობს.
გაზიანი სასმელები
გაზის მიღება მაღალ სიმაღლეზე ფილტვებში წნევას გაზრდის და სჯობს არჩევანი ჩვეულებრივ წყალზე შეაჩეროთ.
ბატიბუტი
იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავი უეცრად ტურბულენტობას განიცდის, თქვენი პოპკორნი გარშემო მიმოიფანტება და დისკომფორტს შეგიქმნით.
ლობიო, ბარდა, ოსპი
თუ ბურიტოს მირთმევას აპირებდით, უნდა გადაიფიქროთ. თუ ამ პროდუქტებიდან რომელიმე ავიახაზების მიერ შემოთავაზებულ კერძში შეგხვდათ, უარი თქვით მათზე, რათა მუცელმა მგზავრობის დროს პრობლემები არ შეგიქმნათ.
შავი შოკოლადი
როცა კოფეინზე ვფიქრობთ, ყავა გვახსენდება, თუმცა ამ დროს შავი შოკოლადიც საფრთხილოა. მისი მირთმევით შესაძლოა შფოთვები გაგიაქტიურდეთ, რაც ცაში ყოფნის დროს სახარბიელო ნამდვილად არაა.