რჩევები

სად ნახავთ ჩრდილოეთის ციალს ევროპაში

ავრორა ბუნებრივი ფენომენია, რომლის ხილვაზეც უამრავი მოგზაური ოცნებობს. მნიშვნელოვანია თუ სად და წლის რომელ დღეებში უნდა ნახოთ ის. ჩრდილოეთის ნათებას ცაზე საუკეთესოდ შეიგრძნობთ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, სადაც გამონაბოლქვიც მინიმუმამდეა დაყვანილი. ტრადიციულად ავრორა არქტიკულ სარტყელს “სწყალობს”. ჩვენ ევროპის იმ კონკრეტულ ადგილებს გირჩევთ, სადაც ჩრდილოეთის ციალი ხშირი მოვლენაა.

ბლასკოგაბიგო, ისლანდია / Bláskógabyggð

ისლანდიის ლანდშაფტების თითქმის ყველა ფოტო აღგვაფრთოვანებს, მაგრამ ეს ადგილი ცნობილია ზამთრის გამორჩეული ღამის ცით. ტინგველირის ეროვნული პარკი (Thingvellir National Park) ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ჩრდილოეთის ნათებაზე დასაკვირვებლად. რეიკიავიკთან სიახლოვის გამო აქ მოხვედრა შედარებით მარტივია.

სვალბარდი, ნორვეგია / Svalbard

მთელი ჩრდილოეთ ნორვეგია ავრორაზე დასაკვირვებლად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა, მაგრამ სვალბარდი, ჩრდილოეთ პოლუსისკენ მდებარე ნორვეგიული არქიპელაგი ერთადერთი დაუსახლებელი ადგილია, სადაც ჩრდილოეთის ციალს დღის ნებისმიერ მომენტში ნახავთ. ამ ფენომენის სანახავად, ეწვიეთ სვალბარდს პოლარული ღამეების დროს, ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით. ამ დროს აქ ავრორას ყველაზე ხშირად გამოიჭერთ.

აბიასკო, შვედეთი / Abisko

ჩრდილოეთ შვედეთში მდებარე ამ სკანდინავიურ ზღაპრულ ქალაქში ყველაზედ ორიგინალური ყინულის სასტუმრო მდებარეობს. აბისკოს ეროვნული პარკი შვედეთის ტოპ-ჩრდილოეთის ციალის სანახავი მიმართულებაა.  პარკი ორივე მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული და მიკროკლიმატს ქმნის.

როვანიემი, ფინეთი / Rovaniemi

თუ თქვენი ოცნებაა დაიძინოთ ვარსკვლავების ქვეშ ზამთარში, მაშინ ფინური ლაპლანდია საუკეთესო მიმართულებაა. ამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონი გამოირჩევა ინოვაციური და ჯადოსნური სასტუმროებით და აქ ჩრდილოეთის ციალი მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 ღამის მანძილზე ჩანს. მოეწყვეთ მყუდროდ სასტუმროში “Arctic Treehouse” და დატკბით პანორამული ხედებით ავრორაზე პირდაპირ საწოლიდან.

ტრომსო, ნორვეგია / Tromsø

არქტიკული სარტყლის უდიდეს მეტროპოლიტს “ჩრდილოეთის პარიზსაც” კი უწოდებენ. ამიტომაც არაა გსაკვირი, რომ ტროსო ჩრდილოეთის სინათლის ანუ ნათების ქალაქია. გამონაბოლქვის სიმწირე ტრომსოში ავრორას გაბრწყინების საშუალებას დეკემბერსა და იანვარში იძლევა. უბრალოდ, ამ დროს აქ სულ ღამეა და გირჩევთ თან იქონიოთ ვიტამინი D-ს აბები.

ილასი, ფინეთი / Ylläs

ეს ფინეთის სათხილამურო კურორტია, სადაც ბუნება ულამაზესი ცის ნათებით გვაჯილდოვებს. თუ ტბისპირა სასტუმროებში დარჩებით, ავრორას ხედი ოთახიდან გადაგეშლებათ. აპლიკაციაც კი არსებობს სახელად “Ylläs Aurora”, რომელიც ციალის შესახებ შეტყობინებებს გვიგზავნის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *