რომელი ყოველდღიური ნივთების გამო შეიძლება გახსნან თქვენი ბარგი აეროპორტში
ჩასაბარებელ ბარგში აკრძალული ნივთების სია ყველამ მშვენივრად ვიცით, ასევე ვიცით რომ ბარგში არ უნდა ვიქონიოთ დიდი ზომის შამპუნები. მაგრამ, როდესაც ჩანთას ვაბარებთ, მან შესაძლოა შიდა შემოწმება გაიაროს და თვითმფრინავში მოთავსებამდე გაიხსნას.
სამედიცინო სითხეები
ზოგადად, სითხეები მათ შორის საბავშვო კვება თუ სამედიცინო ნივთიერებები დაშვებულია მოათავსოთ უფრო დიდი კონტეინერებით, ვიდრე ამის უფლება ხელბარგის შემთხვევაში გვაქვს. მაგრამ, ისინი მაინც ხშირად ხდებიან ჩასაბარებელი ჩანთის გახსნის მიზეზი.
ფხვნილები და სუნელები
პროტეინის ფხვნილები შესაძლოა სულაც არაა აკრძალული ან საშიში, მაგრამ ის ხშირად დამაბნეველია უსაფრთხოების აპარატისთვის, რომელშიც ყველა ბარგი მოწმდება.
სქელი ან უცნაური ნივთები
სქელყდიანი წიგნი, სამაგიდო თამაში ან სათამაშო ელექტრო მოწყობილობა ხშირად დამატებით შემოწმებას საჭიროებენ. უმჯობესია თუ მოწყობილობებს ჩანთიდან ამოიღებთ და ცალკე გაატარებთ, თუ ის ხელბარგში გაქვთ მოთავსებული.
მრგვალი სუვენირები
სუვენირი, რომლის გადმოყირავების დროსაც ციდან თითქოს თოვლი ცვივა, სითხეს შეიცავენ და აეროპორტის უსაფრთხოებისთვის დამატებით შესამოწმებელი ნივთების სიაში შედიან.




