როგორ უნდა მოიქცეთ თუ არასრულწლოვან შვილს მარტო ფრენა უწევს
არასრულწლოვანი მოზარდის თვითმფრინავით მარტო გაშვება მითუმეტეს პირველად, ხშირად არის შფოთვის მიზეზი. თუმცა, შეიძლება სულაც არ იყოს ეს სანერვიულო. იცოდეთ, რომ მილიონობით არასრულწლოვანი დაფრინავს წლის მანძილზე.
5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მარტო მგზავრობისას ავიახაზებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ: ზედმეტი გადასახადი, ფრენა გადაჯდომის გარეშე და აშ. 12 წლიდან კი ძირითადად არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. ფრენამდე აუცილებლად გაარკვიეთ კონკრეტული ავიახაზების წესები, რომლის ბილეთიც გაქვთ შეძენილი. დაჯავშნეთ ნაადრევად და აირჩიეთ ფრენა, რომელიც დილით ადრეა ჩანიშნული, რათა აცდეთ დაგვიანებებსა და გაუქმებებს. ასევე, მნიშვნელოვანია სწორად აირჩოთ ადგილი. ბორტის წინა მხარეს მყოფი სკამი საუკეთესო არჩევანია, რადგანაც ბორტგამცილებლები თქვენს შვილს ხშირად შეხედავენ და გააკონტროლებენ.
როდის უნდა დართოთ ნება ბავშვს მარტო იფრინოს?
როცა დარწმუნდებით, რომ ის მზადაა ამისთვის. გაატანეთ დროის გასაყვანი ნივთები, წიგნი, თამაშები, საყვარელი წასახემსებელი და რაც მთავარია საკონტაქტო ინფორმაცია მისი, ვინც იქ დახვდება. ასევე, არასრულწლოვანმა სასურველია ქეშიც იქონიოს რაიმე რომ დასჭირდეს.
გაესაუბრეთ მას ფრენამდე რამდენიმე ხნით ადრე და დარწმუნდით, რომ მან იცის რისთვისაც უნდა იყოს მზად. უნდა ფლობდეს ინფორმაციას ჩასხდომის ეტაპების, ტურბულენტობის და სხვა პროცესების შესახებ. გაართხილეთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ ბორტგამცილებლებს. ასევე, უნდა გაითვალისწინოს, რომ გარკვეული უსიამოვნებები ფრენას ხანდახან თან ახლავს. მაგალითად: ცუდი ამინდი, რეისის დაგვიანება და აშ.
დარწმუნდით, რომ შვილი საკმარისად ზრდასრულია მარტო მგზავრობისთვის. მოამზადეთ ყველანაირი ცვლილებებისთვის და დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის,
ფრენის დღეს
მიდით აეროპორტში ადრე. ბავშვი უფრო ადვილად შეეგუება აეროპორტის სივრცეს, რაც უფრო მეტ დროს გაატარებს იქ ფრენამდე. ამასთან, დაგვიანების სტრესსაც აარიდებთ.
მას შემდეგ რაც დაემშვიდობებით
შეამოწმეთ შვილის ფრენა ინტერნეტში. ამისათვის აპლიკაციების არსებობს: FlightAware და FlightRadar. გეცოდინებათ როდის ჩავა მისი თვითმფრინავი აეროპორტში და დაეკონტაქტებით მას, ვინც უნდა დახვდეს. თუ მას აეროპორტში არავინ ხვდება, დარწმუნდით რომ იცის როგორ მოხვდება აეროპორტიდან ქალაქში.