რჩევები

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ტურბულენტობის შფოთვას

თუ ტუბულენტობა განერვიულობთ, მარტო არ ხართ. კვლევების მიხედვით, მოგზაურების 40 %-ს მაინც აქვს მსუბუქი შფოთვა მოსალოდნელი ტურბულენტობის გამო.

ტურბულენტობის გაგება

ტურბულენტობა ჰაერის უჩვეულო, მოულოდნელი და ქაოტური მოძრაობაა. ეს შეიძლება გამოიწვიოს ქარის მიმართულების შეცვლამ, მთების ჰავამ და სხვა ფაქტორებმა. ტურბულენტობა შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო, ძლიერი და ექსტრემალური. მსუბუქი ტურბულენტობა საკმაოდ გავრცელებულია. დანარჩენი ტიპის ტურბულენტობა კი ბევრად იშვიათი. ექსტრემალური ტურბულენტობა კი თითქმის არასდროს ხდება. ტურბულენტობის დროს, პილოტები ჰაერში ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან. თუ რომელიმე ტურბულენტურ ზონაში გადის, მის უკან მყოფ თვითმფრინავს აფრთხილებს. თუ ტურბულენტობას თავიდან ვერ აიცილებენ და გვერდს ვერ აუვლიან, მგზავრებს სთხოვენ შეიკრან ღვედები.

ტურბულენტობა და უსაფრთხოება

თვითმფრინავები ადვილად  ეგუებიან საშუალო ტურბულენტობას, ისევე როგორც მანქანები დანგრეულ გზას და ორმოებს. ამიტომაც, იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, არ იმოძრაოთ და შეიკარით ღვედები, რათა ინერციით რამე ზიანი არ მიიღოთ.

ტურბულენტობის შფოთვის მართვის სტრატეგიები:

აირჩიეთ სკამი გონივრულად – ნუ დასხდებით თვითმფრინავის ბოლოში, რადგანაც იქ განსაკუთრებით შეიგრძნობა ტურბულენტობა.

მოუსმინეთ პილოტს – ყურადღებით იყავით პილოტის განცხადებებთან და შეასრულეთ მათი მითითებები.

სულიერი ტექნიკები – სუნთქვა და მსუბუქი ვარჯიშები საშუალებას მოგცემთ ფოკუსირდეთ საკუთარ სხეულზე და არა უარყოფით ფიქრებზე თავში. მაგალითად რიტმული სუნთქვა მნიშნელოვნად ამშვიდებს გონებას.

თუ გვერდით ნერვული ადამიანი გიზით, ესაუბრეთ – სხვისი დახმარების ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდი მათთან საუბარია. ესაუბრეთ იმ ადგილზე სადაც მიდიხართ, გეგმებზე და მათ საქმიანობაზე. თუ ხვდებით, რომ საუბარი უჭირთ, თავად მოუყევით თქვენ თავზე. ეს ყურადღებას გადაატანინებთ მასაც და თქვენც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *