როგორ უნდა გაარკვიოთ ეწყობით თუ არა მოგზაურობის პარტნიორს?
არ აქვს მნიშვნელობა რა გაკავშირებთ ადამიანთან, რომელთანაც მოგზაურობას გეგმავთ, აუცილებელია, რომ წინასწარ მასთან ყველანაირი დეტალი გაიაროთ და შეთანხმდეთ. ხანდახან ჩვენი წარმოდგენები არ ემთხვევა რეალობას და იმედები გვიცრუვდება.
კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია
კომუნიკაცია ცხოვრების ყველა ასპექტში მნიშვნელოვანია, იქნება ეს სამსახური თუ პირადი ურთიერთობები. ამგვარად თქვენს სამოგზაურო კომპანიონს უკეთ გაუგებთ. იქამდე, სანამ სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, იქონიეთ ღია და ღრმა საუბარი პოტენციურ მეწყვილესთან. განიხილეთ მოლოდინები, პრიორიტეტები და პირადი ჩვევები. ეეფქტური კომუნიკაციით ბევრ გაუგებრობას აირიდებთ თავიდან.
მსგავსი მოგზაურობის სტილი
არავის ესმის თქვენი ისე, როგორც თქვენს საკუთარ თავს. ამიტომაც, ყველამ იცის თუ როგორ სამოგზაურო სტილს ამჯობინებს და მნიშვნელოვანია ის დაემთხვეს ან ახლოს იყოს კომპანიონის სტილთან. სათავგადასავლო ლაშქრობის ხასიათზე ხართ თუ მშვიდი რელაქსაციის? მსგავსი წინასწარი შეთანხმება მოგზაურობისას კონფლიქტებს აღარ წარმოშობს.
ბიუჯეტი და ფინანსური შეწყობა
ფინანსური შეუთავსებლობაც დაძაბულობას ქმნის მოგზაურობის დროს. განიხილეთ ბიუჯეტის მოლოდინები, რაში გსურთ თანხის გახარჯვა და როგორ აპირებთ ფინანსური პასუხისმგბელობების განაწილებას. ფინანსური საკითხების გავლა თავიდან აგაცილებთ უხერხულ სიტუაციებს.
მოქნილობა და ადაპტაციის უნარი
თუ მოგზაური ხართ, გეცოდინებათ, რომ სამოგზაურო გეგმები ყოველთვის ისე არ მართლდება, როგორც ჩავიფიქრეთ. განიხილეთ თქვენს მეწყვილესთან შეცვლილ გეგმებზე მისი ადაპტაციის უნარი. ეს შეიძლება იყოს ამინდის გაფუჭება, რეისის დაგვიანება, სხვადასხვა ცვლილებები. წინასწარი შეთანხმებით, სტრესი შემცირდება.
ერთნაირი ჰობები და ინტერესები
ერთნაირი ჰობები და ინტერესები დაუვიწყარ გამოცდილებას შეგძენთ. ეს შეიძლება იყოს ლაშქრობის სიყვარული, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება, ისტორიული ძეგლების სიყვარული და აშ.
მარტო ყოფნის დრო და პირადი სივრცე
მნიშვნელოვანია დავაფასოთ ერთმანეთის პირადი სივრცე და განმარტოების საჭიროება. თუ რომელიმე მათგანს მაინც სურს მოგზაურობის დროს გარკვეული დროის მარტო გატარება, ამაზეც წინასწარ შეთანხმდით.