როგორ უნდა დაამარცხოთ მუზეუმის დაღლა მოგზაურობისას
მუზეუმისგან გამოწვეული დაღლა ძალიან რეალურია. გამოკვლევების მიხედვით, მუზეუმის ვიზიტორები ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ იმ გამოფენების მიმართ, რომლებიც მათ ინტერესს არ ამართლებენ. ახალ ადგილას მოგზაურობა, რომელიც სავსეა ისტორიული და კულტურული საგანძურით, ხანდახან დაბნეულობის განცდას იწვევს. არ გსურთ რომ რამე გამოგრჩეთ, მაგრამ ყველა მუზეუმი უფრო და უფრო მონოტონური ხდება. ჩვენ გირჩევთ როგორ დაამარცხოთ ეს დაღლა და ისიამოვნოთ მუზეუმებით.
რა იწვევს მუზებისგან დაღლას?
ბევრ მუზეუმში ვიზიტი ან ცოტაში მაგრამ დიდი ხნით, ვიზიტორებს დაღლის განცდას ანიჭებს. მთელი დღის ლუვრში გატარება ან დღის ორ მუზეუმზე განაწილება იწვევს მუზეუმებისგან დაღლას.
მუზეუმებით დაღლის ნიშნები: ფიზიკური დაქანცულობა, მენტალური გადატვირთვა და ზოგადი დაღლილობა. ის სხვადასხვანაირ ადამიანზე სხვადასხვანაირად აისახება. ის ხანდახან რომელიმე საგამოფენო დარბაზში დაძინებას გვანდომებს. ინტერესის დაკარგვაც ამის თვალსაჩინო მანიშნებელია.
როგორ ავირიდოთ თავიდან?
პირველი ნაბიჯი ამ დაღლის გააზრებაა. მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ რომელი მუზეუმი ღირს მონახულებად და გაამრავალფეროვნეთ თქვენი სამოგზაურო გეგმა. ისტორია, ბუნება, ხელოვნება, ინტერაქციული მუზეუმები… აირჩიეთ სასურველი თემა ან აურიეთ ერთმანეთში. კვირის მანძილზე მხოლოდ რენესანსის ხელოვნების მუზეუმების ნახვა გონებას ძალიან გადაგიტვირთავთ.
გიდის ტურების აღებაც დაგეხმარებათ მუზეუმებისგან გამოწვეული დაღლის გადალახვაში, რადგანაც გიდებმა იციან რაზე გაამახვილონ ყურადღება, რა არის აუცილებლად სანახავი და როგორ არ გადაგტვირთონ. მათი ხელმძღვანელობით არც იბნევით და არც რუკას ძიებაში ხართ. მესამე ვარიანტია წინასწარ მოიფიქროთ მუზეუმის რომელი განყოფილების შესწავლა გსურთ. მნიშვნელოვანია აარჩიოთ კომფორტული ფეხსაცმელი.
რა უნდა მოიმოქმედოთ როცა ამ დაღლას გრძნობთ?
შეისვენეთ! როცა ფეხები აღარ გემორჩილებათ, დაისვენეთ, მიირთვით ლანჩი ან სასმელი მუზეუმის კაფეში ან შორიახლოს. გადით ეზოში ან მუზეუმის ღია სივრცეში. გადაერთეთ სხვა აქტივობაზე და შემდეგ მიუბრუნდით ისევ მუზეუმის თვალიერებას, როცა დაღლა სრულად გაივლის.
როდისაა საუკეთესო დრო მუზეუმს რომ ეწვიოთ?
საუკეთესო დრო დილით ადრეა, როცა მუზეუმი იხსნება და ხალხი არაა. ბევრი მუზეუმი ღამის საათებსაც გვთავაზობს იაფი ბილეთებით და ნაკლები ხალხით.