როგორ შევინარჩუნოთ ხელბარგი 10 კილოგრამამდე
მსუბუქად ჩალაგება მეცნიერებაა და როცა მხოლოდ ხელბარგით მგზავრობთ, ბარგის სწორი მენეჯმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძირითადად, ავიახაზების მოთხოვნაა, რომ ხელბარგი 10 კილოგრამს არ აჭარბებდეს. შესაძლებელია იქონიოთ პატარა გორგოლაჭებიანი ჩანთა და ხელჩანთა, ან მხოლოდ 1 ზურგჩანთა. მთავარია ზომების წესები დაიცვათ. ჩვენ მოგცემთ გარკვეულ რჩევებს თუ როგორ ჩაეტიოთ 10 კილოგრამში ყველა საჭირო ნივთით.
შეიძინეთ მსუბუქი ჩანთა
ყველაზე მარტივი გზა თქვენი ბარგის წონის შესამცირებლად, მსუბუქი ჩანთის არჩევაა. ბევრი სამოგზაურო ჩანთა 3 კილოგრამს აჭარბებს და ნივთებისთვის წონას გართმევთ. შეიძინეთ ან წაიღეთ ისეთი ჩანთა, რომელიც მაქსიმუმ 2 კილოგრამს იწონის.
ამჯობინეთ ტაბლეტი/აიპადი ლეპტოპს
ყველაზე მსუბუქი MacBook Air-იც კი 1.25 კგ-ს იწონის. ჩვეულებრივ ლეპტოპებს კი ორმაგი წონა აქვთ. ტაბლეტები და აიპადები კი ძირითადად ერთ კილომდე იწონიან. ზოგადად, უმჯობესია მოგზაურობისას მხოლოდ სმარტფონს დასჯერდეთ.
შეამცირეთ ჰიგიენის ნივთები და კოსმეტიკა
სივრცის გამოსანთავისუფლებლად ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია სამოგზაურო მინი-ბოთლების გამოყენება ჰიგიენური საშუალებებისთვის. შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა პროდუქტის პატარა ვერსიებიც. თუ სასტუმროში მიდიხართ, წაიკითხეთ თუ რა დაგხვდებათ ოთახში და აღარ წაიღოთ ის პროდუქცია, რომელსაც ისინი ისედაც გთავაზობენ.
იქონიეთ უნივერსალური ადაპტერი
მოგზაურობის დროს ნუ წაიღებთ თან უამრავ სატენს და კაბელს. აირჩიეთ უნივერსალური ადაპტერი, რომელიც თავის საქმეს შეასრულებს.
ხელით ატარეთ მანტო
ნუ დაუმატებთ ხელბარგს თბილ მოსაცმელებს. მოიცვით ის აეროპორტში ან გადაიკიდეთ ხელზე.
შეამცირეთ წასაღები სამოსის რიცხვი
ნუ წაიღებთ ზედმეტ სამოსს. მიმართეთ გარკვეულ საიტებს და აპლიკაციებს ბარგის ჩალაგების მენეჯმენტისთვის. შეადგინეთ სია თუ სულ რამდენი სამოსი დაგჭირდებათ კონკრეტული დღეების მიხედვით.
მოახდინეთ სამოგზაურო დოკუმენტების გაციფრულება
არაა საჭირო აეროპორტში ფურცლებით ირბინოთ. იქონიეთ ყველა საჭირო დოკუმენტი ტელეფონში. მათი ერთად თავმოყრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია TripIt. ეცადეთ წიგნის ნაცვლადაც PDF ვერსია იქონიოთ.
იყავით მკაცრები ფეხსაცმელებთან მიმართებაში
არაფერი უმატებს ჩანთას წონას ისე, როგორც ფეხსაცმელი. ჩაიცვით ყველაზე მძიმე ფეხსაცმელები და თხელები ჩაილაგეთ.