როგორ დავიძინოთ თვითმფრინავში: ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!
ხანგრძლივი ფრენა გაქვთ და თვალის მოხუჭვა გსურთ? ფრენამდე არ გიძინიათ და დანაკლისის შევსება გინდათ? ხანდახან სურვილი სურვილად რჩება და ამას ვერ ვახერხებთ.
ზოგიერთ მოგზაურს ამის საოცარი ნიჭი აქვს, რომ ყველგან და ყველა მდგომარეობაში მარტივად ჩაეძინოს. თუ ასეთი იღბლიანი არ ხართ, ჩვენ მიგითითებთ 8 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომელიც ცაში ჩაძინებაში ხელს გიშლით.
დალევა ჩაძინებამდე X
შესაძლოა, მესამე ჭიქა კონიაკმა გათიშვა უფრო ადვილად მოახერხოს, თუმცა თუ თქვენთვის პრიორიტეტი ხარისხიანი ძილია, ამისგან თავი უნდა შეიკავოთ. ალკოჰოლით გამოწვეული თვლემა შესაძლოა დამხმარე წამლად გესახებოდეთ, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ თვითმფრინავში დალევა დეჰიდრატაციას, სისუსტეს და ძილის ციკლის დარღვევას იწვევს.
კოფეინის მაღალი დოზა X
გამოტოვეთ რეგულარული ყავის ჭიქის შეკვეთა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე და დაგვიჯერეთ, ბორტზე თვალებს გაცილებით უკეთ დახუჭავთ. ამ შემთხვევაში, კოფეინს თქვენი სხეული მუდმივ გამოფხიზლებაში არ ეყოლება.
თვითფრინავშიც, როცა სასმლის მაგიდას ჩამოატარებენ, აიღეთ წყალი ან უკოფეინო სასმელი, რომელიც თქვენს სისხლში შაქრის დონეს მაღლა არ აწევს. ეს ნიშნავს, უარი თქვათ კოკა-კოლაზეც.
არასწორ ადგილას გაჭედვა
თუ იცით, რომ თვითმფრინავში ძილი დაგჭირდებათ, ბილეთის შეძენისას ადგილის არჩევის სერვისიც გამოიყენეთ. ფანჯრის მხარეს არსებული ადგილის არჩევა რა თქმა უნდა საუკეთესო გეგმაა: თქვენ გააკონტროლებთ შემომავალ სინათლეს და არ მოგიწევთ ხალხის გატარება, ასევე, ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ბალიშს მრავალმხრივად გამოგაყენებინებთ.
თუ ეს ვერ ხერხდება, ნუ აირჩევთ სკამს საპირფარეშოსთან ახლოს. როგორც წესი, უკანა ან კარებთან ახლოს მყოფი სკამები ხალხის მუდმივ მოძრაობას განიცდიან, რაც მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ.
არახელსაყრელი ჩაცმულობა X
არაა აუცილებელი სპორტულები გეცვათ, თუმცა ბორტზე რაიმე კომფორტულის ტარება კარგი ძილის მთავარი კომპონენტია. აირჩიეთ წელვადი მასალისგან დამზადებული სამოსი. თქვენი ფრენისთვის შერჩეული ჩაცმულობა სახლის ჩაცმულობას უნდა ჰგავდეს – როცა თავს მაქსიმალურად თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობთ. ჩაიცვით ზევით რამდენიმე სამოსი, რათა ტემპერატურის მიხედვით გაიხადოთ ან ჩაიცვათ და ამით დამატებითი ბალიშიც შექმნათ.
ნუ მიაშტერდებით მკვეთრ შუქს X
ახალი ამბავი არაა, რომ ეკრანის დიდიხნით ყურება ძილისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. გაჯეტებთან გატარებული ჭარბი დრო ძილის დამარეგულირებელი ჰორმონის, მელატონინის შემცირებას ახდენს. ეს არ ეხება მხოლოდ საკუთარ ელექტრო მოწყობილობებს, ზოგიერთ თვითმფრინავის სკამებში პატარა მონიტორებია ჩაშენებული, რაც ასევე ხელს შეგიშლით გამოძინებაში. ამ პრობლემას ნაჭრის სათვალის გაკეთებით გადაჭრით.
მოუსმინეთ “ვარდისფერ ხმაურს”
საყავრელი ფლეილისტის ნაცვლად, ყურსასმენებში ჩაირთეთ “ვარდისფერი ხმაური”. “თეთრი ხმაურისგან” განსხვავებით, მასში ინტენსიურობა იკლებს. მისი მაგალითებია: ტალღების ხმა, ძლიერი წვიმა და ფოთლების შრიალი.
მოემზადეთ წინასწარ
თუ არ გსურთ, რომ მოგზაურობა კისრის ტკივილით დაიწყოთ, აუცილებლად გაიყოლეთ თან კისრის ბალიში. დღეს ის ყველანაირი ფორმითა და ზომითაა ხელმისაწვდომი და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული ვარიანტი.
ასევე, გამგზავრების დღეს, თუ ღამის ფრენა გაქვთ, დილით ადექით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე დგებოდით, რათა უფრო ადვილად ჩაგთვლიმოთ.
კიდევ ერთი ხერხი: თუ მანამდე მიირთმევთ და თვითმფრინავის საკვებს არ დაუცდით, სთხოვეთ ბორტგამცილებელს, საჭლის ჩამოტარებისას თქვენ არ გაგაღვიძონ. ან გაიკეთეთ ნაჭრის სათვალე წარწერით: “არ შემაწუხოთ”. თუ ფრენამდე მიირთმევთ, უარი თქვით ცხარე საკვებზე.
თან გაიყოლეთ აუცილებელი ნივთები: ყურსასმენები, ნაჭრის სათვალე, კისრის ბალიში, თხელი პლედი, ნატურალური ძილის წამალი, წინდები, კაშნე, წინდები – ფეხსაცმელების ნაცვლად.
და ბოლოს, მიაქციეთ ყურადღება დროს
თუ გადაჯდომით გიწევთ ფრენა, სჯობს რომ აირჩიოთ 7 საათიანი და 2 საათიანი ფრენა და არა 4-4 საათიანები.