როგორ დავიბრუნოთ უკან თვითმფრინავში დარჩენილი ნივთები?
ფიქრობთ, რომ ფრენა საკმაოდ სტრესულია? წარმოიდგინეთ დაკარგული ტელეფონი ან საფულე იქამდე სანამ სასურველ მოგზაურობას დაიწყებთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გააფრთხილებენ ბორტგამცილებლები მგზავრებს, ხანდახან თვითმფრინავში გამოცდილი მოგზაურებიც კი კარგავენ პირად ნივთებს.
მართალია დაკარგული ნივთების დაბრუნება რთულად გეჩვენებათ, თუმცა არის რამდენიმე ხერხი, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ.
რა უნდა ქნათ თუ თვითმფრინავში რაიმე დაგრჩათ?
რაც უფრო სწრაფად გაანალიზებთ იმას, რომ რომელიმე ნივთი გაკლიათ, მით უფრო დიდია შანსი, რომ ის დაიბრუნოთ.
თუ ამის გაანალიზება აეროპორტშივე მოახერხეთ
თუ ჯერ კიდევ აეროპორტში ხართ და დაცვა არ გამოგივლიათ, სჯობს, რომ თვითმფრინავის გასასვლელ გეითთან დაბრუნდეთ.
თუ იჩქარებთ, შესაძლოა თქვენი თვითმფრინავი ჯერ კიდევ იდგეს და დასუფთავების პროცესში იყოს. შეატყობინეთ თვითმფრინავის თანამშრომელს დაკარგული ნივთის შესახებ, უთხარით თქვენი სკამის ნომერი და ისინი მონახავენ მას, რადგან თავად, თვითმფრინავში დაბრუნება უკვე აკრძალული გექნებათ. ამ მეთოდით ნივთს ყველაზე სწრაფად დაიბრუნებთ.
იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტში ხართ, მაგრამ უკვე იმ ეტაპზე, რომ ბარგის გამოსვლას ელით, გეითთან ვეღარ დაბრუნდებით, თუმცა შეგიძლიათ მიხვიდეთ ბარგის დეპარტამენტში და მის წარმომადგენელს პირადად გაესაუბროთ. იმ შემთხვევაში თუ ნივთი თვითმფრინავში დაგეკარგათ, ის ძირითადად შემთხვევაში აეროპორტის დაკარგულ ნივთებში ხვდება.
მართალია, ასე მალე თქვენი ნივთი ამ განყოფილებაში ვერ მოხვდება, მაგრამ თუ თანამშრომელს გააფრთხილებთ, ნივთის დაბრუნების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მათ შეუძლიათ გადარეკოთ გეითთან და იკითხონ თუ გამოიტანეს მსგავსი ნივთი ბორტგამცილებლებმა ან დასუფთავების თანამშრომლებმა.
თუ უკვე დატოვეთ აეროპორტი
ხანდახან, გვიან ვხვდებით, რომ ორიგინალი ყურსასმენები, სათვალე ან ქინდლი თვითმფრინავის სკამის მაგიდაზე ან ჯიბეში დაგვრჩა. თუ აეროპორტი დატოვეთ და ვეღარ დაბრუნდებით, საუკეთესო გამოსავალია სასწრაფოდ დარეკოთ ბარგის დეპარტამენტში და იკითხოთ მიიტანეს თუ არა თქვენი ნივთი დაკარგული ნივთების განყოფილებაში. თუ თანამშრომელმა ეს დაგიდასტურათ, მაშინ გადარეკეთ ავიახაზების ცხელ ხაზზე და დაადატურეთ დაკარგული ნივთი ფორმალურად.
შეგიძლიათ იმოქმედოთ ონლაინ. ბევრი ავიახაზების კომპანია თავიანთ საიტზე გადაგამისამართებთ, სადაც განცხადების შევსებას შეძლებთ, თუმცა თუ გეჩქარებათ, დაბრუნდით აეროპორტში და გაესაუბრეთ ვინმეს პირისპირ. საიტზე შევსებას და პასუხის ლოდინს, ამ ხერხით უფრო სწრაფად შეძლებთ საკუთარი ნივთის დაბრუნებას.
თუ აეროპორტი შორსაა და დაბრუნებას ვერ ახერხებთ, მიწერეთ ავიახაზების ტვიტერ ან ფეისბუქ გვერდებს და ისინი ეცდებიან თქვენს დახმარებას.
ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, ისარგებლეთ აპლიკაციით „იპოვნე ჩემი ტელეფონი“ და თუ შეძლებთ მისი ადგილმდებარეობის დანახვას, ავიახაზების თანამშრომლებს მისი მოძებნის საქმეს გაუადვილებთ.
ერთ სასარგებლო რჩევას მოგცემთ, დააწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი თქვენთვის ძვირფას ნივთებს: გაუკეთეთ რაიმე სახის იარლიყი. ასე, მოგზაურობის დროს გაზრდით შანსს, რომ პოვნის შემთხვევაში დაგიკავშირდნენ. თუ აეროპორტის თანამშრომლები ვერ დაგეხმარებიან, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, ვინც მას იპოვნის და დაბრუნებას გადაწყვეტს.