როგორ დავგეგმოთ იდეალური თაფლობისთვე საზღვარგარეთ
თაფლობისთვე მნიშვნელოვანი მოგზაურობაა, რადგანაც პირველად მოგზაურობთ ოფიციალური სტატუსის შემდეგ. იმისათვის, რომ თქვენი საოცნებო მოგზაურობა არასასიამოვნო სიურპრიზებით არ იყოს აღსავსე, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ. სასტუმრო, ფრენის დრო, ამინდი, საკვები – ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა სტრესი თავიდან აირიდოთ და მხოლოდ ბედნიერი მოგონებები შემოგრჩეთ. ჩვენ ამისათვის გარკვეულ რჩევებს მოგცემთ:
დრო უმნიშვნელოვანესია
განსაზღვრეთ მოგზაურობის პერიოდი თაფლობისთვის კონკრეტული მიმართულების მიხედვით. მაქსიმალურად აითვისეთ დასვენების დღეები და დრო შეავსეთ მოგზაურობით და არა მუდმივი მგზავრობით. 2 და 3 კვირა თუ გექნებათ, ყველაფერზე გეყოფათ, თუმცა 1 კვირის შემთხვევაში, ორი დღე არ მოანდომოთ ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას.
სეზონურობა
აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია ესა თუ ის ადგილი როგორია კონკრეტულ სეზონზე. ხომ არ იცის ძლიერი ქარები და შტორმები. გადახედეთ ფასებსაც, შუა სეზონზე ევროპის ცნობილი ქალაქები უფრო ძვირი ჯდება. სკოლის დასვენებების დროსაც კურორტები უფრო გადატვირთულია.
ერთდროულად რამდენიმე ადგილას დასვენების შემთხვევაში
თუ თაფლობისთვის გატარება ერთ ლოკაციაზე არ გსურთ და რამდენიმე გაჩერებას გეგმავთ, მიჰყევით შემდეგ პრინციპს: პირველი ფაზა – ეს ახალ სამყაროსთან შეგუების პროცესია, ამ დროს სიმშვიდე და დასვენება გინდათ, განსაკუთრებით ჯეთლეგის შემდეგ. შუა ფაზა ენერგიას აღვიძებს, პულსი ჩქარდება და სათავგადასავლო აქტივობებისკენ მიგვიწევს გული, სპორტისკენ თუ ღამის გართობისკენ. მესამე ბოლო ფაზა კი ისევ სიმშვიდისკენ გვიბიძგებს და ჩვენს რიტმს ანელებს.
მაგალითად, ტოსკანას და რომის შემდეგ, თაფლობისთვე ამალფიზე უნდა დაასრულოთ. ნებისმიერი ცოცხალი ქალაქების შემდეგ – ქვეყნის რომელიმე სანაპიროზე. ასე შეძლებთ ეფექტურად შეირგოთ სასიყვარულო მოგზაურობა.
თაფლობისთვის დაგეგმვის მიმდევრობა:
1 წლით ადრე: უბრალოდ იოცნებეთ და იფიქრეთ იმაზე თუ სად გსურთ თქვენი ქორწინების აღნიშვნა. დაათვალიერეთ და აღმოაჩინეთ ახალი ლოკაციები ინტერნეტში.
9 თვით ადრე: თუ კონკრეტული ბიუჯეტი გაქვთ გამოყოფილი, შეუსაბამეთ ის ამა თუ იმ ადგილზე დასვენების ხარჯებს.
6 თვით ადრე: შეარჩიეთ სასურველი დრო.
4 თვით ადრე: შეიძინეთ ბილეთები, დაჯავშნეთ სასტუმროები და ღირსშესანიშნაობები. მოამზადეთ ლოჯისტიკური საკითხები.
1/2 თვით ადრე: მოიძიეთ ღონისძიებები, რესტორნები, კლუბები, მუზეუმების უფასო დღეები, ფესტივალები და სასურველი სანახაობები თქვენ მიერ შერჩეულ ლოკაციებზე კონრკეტულ პერიოდში.