როგორ არ გავხდეთ ავად მოგზაურობის დროს
თქვენი მოგზაურობა მნიშვნელოვანი პერიოდია, ასე რომ, აუცილებელია შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა აფრენამდე და სამშობლოში დაბრუნებამდე. ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ.
იქონიეთ წამლები ხელბარგში
საჭირო მედიკამენტები სჯობს ყოველთვის ხელმისაწვდომად გქონდეთ. იმ შემთხვევაში თუ ბარგს დროებით დაკარგავთ ან წვდომა არ გექნებათ, ჯანმრთელობას არ გაიუარესებთ და დროულად მიხედავთ.
გაანებივრეთ საკუთარი თავი ზომიერად
სამოგზაუროდ ყოფნისას ნორმალურია თუ ნაყინის ზედმეტ ბურთულას მიირთმევთ ან კალორიულ ვახშამს დააგემოვნებთ. ნუტრიციონისტები გვირჩევენ საკვების მიღებით მაქსიმალურად შევივსოთ პროტეინებით და ცხიმებით რათა დიდხანს ვიყოთ დანაყრებულნი და დესერტი ჭარბი რაოდენობით აღარ მივირთვათ.
ნუ გაივლით ფეხშიშველა
ექიმები გვირჩევენ თავი ავარიდოთ ინფექციებს და უცხო მიკრობებს და წყლის ნაპირას ლასტები, ხოლო სასტუმროს/დაქირავებული სახლის აბაზანებში სანდლები გამოვიყენოთ.
არასოდეს გამოტოვოთ საუზმე
მაშინაც კი, თუ აეროპორტში გეჩქარებათ, აუცილებლად მიირთვით გაღვიძების შემდეგ მსუბუქად. მისი გამოტოვება თქვენს მთელი დღის უენერგიობას დაეტყობა.
მოემზადეთ მუცლის პრობლემებისთვის
საერთაშორისო მოგზაურების 70% ერთხელ მაინც გამოსცდის მუცლის შემაწუხებელ ტკივილებს მოგზაურობის დროს. აუცილებლად იქონიეთ დიარეის წამალი ყოველი შემთხვევისთვის.
არასდროს დაგავიწყდეთ ხელების დაბანა
რეგულარული ხელის დაბანა შეამცირებს გაციების და სხვა დაავადებების შეყრის რისკს. თუ გიწევთ სიარული ისეთ ადგილას, სადაც საპონი და წყალი არ იქნება, ატარეთ სადეზინფექციო საშუალება. ნუ შეეხებით ხშირად თვალებს ცხვირს და პირს ხელებით.
არ მოიკლოთ სითხის მიღება
გაუწყლოება მოგზაურობის დროს დიდი პრობლემაა. თუ მაცივრის საშუალება გაქვთ, იყიდეთ 5 ლიტრიანი ბოთლი და შეინახეთ ის თან სატარებლად და სახლში დასალევად. დეჰიდრატაცია წაგართმევთ ენერგიას, აგატკივებთ თავს, არ დაგაძინებთ კარგად და ადვილად დაგღლით.
იყავით ფრთხილად უმ საკვებთან
ხილის და ბოსტნეულის შეძენის შემთხვევაში სჯობს თუ მათ გათლით, კარგად გარეცხავთ და შემდეგ მიირთმევთ. ზღვის პროდუქტების არჩევისას, თავი შეიკავეთ მათ უმ მდგომარეობაში მირთმევისგან და ამჯობინეთ მოთუშულ, შემწვარ, მოხარშულ მდგომარეობაში.
იარეთ ფეხით
თუ ადგილი, სადაც მიდიხართ, ფეხით დისტანციაზე არც ისე შორსაა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ფიზიკური მოძრაობა არჩიეთ. ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ხანდახან ჩათვლიმეთ
შეგიძლიათ შუადღეს ცოტა ხნით ჩათვლიმოთ ხოლმე, რათა დღის მეორე ნახევარი კიდევ უფრო ენერგიულად გაატაროთ ვიდრე პირველი. ასე ორგანიზმსაც დაასვენებთ მოგზაურობის სტრესისგან და თავსაც უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ.
მოემზადეთ წინასწარ
ნუ მიიტანთ დაგეგმვის საკითხებს ბოლო წუთამდე. წინასწარ ადრიანად თუ მოამზადებთ ყველაფერს, სტრესს თავიდან აიცილებთ. ასევე, იცოდეთ, რომ ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია და მზად იყავით, რომ რაღაცეები შესაძლოა გეგმის მიხედვით არ წავიდეს.
თან ატარეთ წასახემსებელი
იმ შემთხვევაში თუ ბევრი სიარული მოგიწევთ და ჭამას ვერ მოახერხებთ, მუდამ თან გქონდეთ წასახემსებელი ენერგიის შესავსებად. მოგზაურობის დროს ხანდახან დროის გასვლას ვერ ვამჩნევთ და მშივრები ვრჩებით, ეს კი კარგად ყოფნაზე ცუდად აისახება.