რჩევები

როდისაა უმჯობესი თვითმფრინავში საპირფარეშოთი სარგებლობა

თვითმფრინავში საპირფარეშოს გამოყენება ალბათ ყველას დაგვჭირვებია, მაგრამ ხანდახან არ ვიცით არის თუ არა ამისთვის შესაფერისი დრო. ეს კომპლექსური საკითხია, რადგანაც არასწორი დროის არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა ბორტგმაცილებლების მიერ დახლის ჩამოტარების გამო ისე შეფერხდეთ, რომ სკამთან დაბრუნებას დიდი დრო მოანდომოთ.

ბორტგამცილებლები გვირჩევენ თვითფრინავში ყოფნისას საპირფარეშოსთვის ორი ფანჯარა გამოვიყენოთ: მაშინ, როცა საკვების და ნარჩენების ჩამოტარება დასრულდება და იქამდე სანამ დაფრენას დაანონსებენ. კვების სერვისის დასრულება საუკეთესო პერიოდია. ზოგჯერ მგზავრები საკვების შემდეგ მაშინვე იწყებენ გასვლას და ნარჩენების შეგროვების პროცესის გამო იჭედებიან. ასევე, როცა ბორტგამცილებლები აეროპორტში დასხდომას აანონსებენ, მგზავრები სწორედ მაშინ იწყებენ საპირფარეშოში სირბილს, ამიტომაც გირჩევთ თქვენ ამ განცხადებას “დაასწროთ”.

ღამის ფრენებზე სტრატეგიულია გამოიყენოთ საპირფარეშო მაშინ, როცა ყველას სძინავს. თვითმფრინავებს დაახლოებით 1 საპირფარეშო აქვთ ყოველ 60 მგზავრზე, ამიტომაც დროის სწორად შერჩევა პრიორიტეტული ხდება. რიგების და სტრესისგან თავის არიდების მიზნით, გაითვალისწინეთ ეს რჩევები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *