მოგზაურობა სასიყვარულო ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის შეიძლება გამოწვევა იყოს წყვილებისთვის თუმცა საინტერესო გამოცდილებებით სავსე. ასე უფრო მეტს გაიგებთ ერთმანეთზე, რადგანაც მოგზაურობა ადამიანებს აახლოვებთ. ჩვენ სასარგებლო რჩევებს მოგცემთ:
იქონიეთ მოთმინება
პირველი საერთო მოგზაურობები შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ხანდახან გვიჩნდება კითხვა: “გაუძლებს კი ჩვენი ურთიერთობა ამას?”. გახსოვდეთ, წყვილის მოგზაურობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კამათს, ჩხუბს და ერთმანეთის გაღიზიანებას. როდესაც ერთად მოგზაურობა ახალი დაწყებული გაქვთ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ მოთმინების შენარჩუნებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველაფერი დალაგდება და ამა თუ იმ მდგომარეობას ადვილად მიიღებთ. თუ ამ გაღიზიანების ეტაპს გადალახავთ, ერთად უფრო გაძლიერდებით.
იყავით მზად კომპრომისისთვის
კომპრომისზე წასვლა ყველასთვის საჭიროა, ვინც საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობას გეგმავს. ბევრ წყვილს ეს მოკლე მოგზაურობებშიც არ გამოსდის. ამ დროს რაღაცეების დათმობა აუცილებლად უნდა შეგეძლოთ. მოგზაურობა მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილებზე დამყარებული ვერ იქნება. ეცადეთ, დღე ისე გადაანაწილოთ, რომ ორივესთვის სასურველ ადგილებში მიხვიდეთ.
სწორი კომუნიკაცია
კომუნიკაცია მოგზაურობის დროს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე სახლში ან მშობლიურ ქალაქში. მაშინ, როცა თქვენთვის კომფორტულ ზონაში არ იქნებით, აუცილებლად უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს თქვენი განცდები. მოგზაურობის დროს ისაუბრეთ ყველაფერზე!
დაიცავით ერთმანეთის საზღვრები
თუ იცით, რომ თქვენ პარტნიორს რაიმე არ სიამოვნებს და რამის შიში (კლაუსტროფობია, სიმაღლის შიში…) აქვს, ნუ მოახდენთ მასზე ზეწოლას. უარი თქვით აქტივობებზე, რომელიც რომელიმე მათგანს უსიამოვნო შეგრძნებებს მოუტანს.
ნუ დაიგუბებთ წყენას
ბუნებრივია თუ რაიმეზე ვერ შეთანხმდებით და გეწყინებათ. მთავარია ეს თქვათ, შეთანხმდეთ და ყოველგვარი წყენის გარეშე, თავისუფლად განაგრძოთ მოგზაურობა. ამ დროს წარსული შეცდომების გახსენებაც არ ღირს, რადგანაც სასიამოვნო პერიოდს ხელოვნურად დაამძიმებთ. ხანდახან ნერვებზე ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ფრენამ გადაგვღალა ან გვშია. დაფიქრდით, იქამდე, სანამ იკამათებთ.
დაიტოვეთ დრო რომანტიკისთვის
ჩვენ ხანდახან გვერდით ვდებთ რომანტიკულ ვახშამს ან ერთობლივ სპა დღეს. იცოდეთ, რომ ეს მოგზაურობის დროს აუცილებელია, მითმეტეს მაშინ, როდესაც სახლებიდან მოშორებით ვართ დასასვენებლად.
შეიქმენით სწორი წარმოდგენები
ადამიანები დიდ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ არდადეგები იდეალური ქონდეთ, თუმცა ყველაფერი ისე არ მიდის ხოლმე, როგორც დაგეგმეთ. ექსპრომტი ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოთ. ნუ დაისტრესებით იმის გამო, რომ რაღაც შეიცვალა. გაფრენამდე შეეგუეთ, რომ ყველაფერია მოსალოდნელი.
უბრალოდ ჩაეხუტეთ ხოლმე ერთმანეთს
როდესაც რაღაც ისე არაა, როგორც გვინდოდა, ერთმანეთს ჩაეხუტეთ და ამას ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია. გაბრაზებულებიც რომ იყოთ, უეცარი ჩახუტება ღიმილს აუცილებლად მოგგვრით.