რჩევები

რჩევები ფრენამდე იმისათვის, რომ მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახადოთ

ყველაფრის დაგეგმვის და გაწერის მიუხედავად, ფრენის დროს მაინც შეიძლება რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს. მაგრამ, იყოთ მზად მოულოდნელისთვისაც, საკმაოდ მარტივია! უბრალოდ გაითვალისწინეთ ჩვენი ხრიკები.

რჩევა #1: ნუ დათანხმდებით პირველივე ვაუჩერს გადავსებულ ფრენაზე

თუ თქვენ ფრენაზე არსებულ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა, ნუ დათანხმდებით პირველივე ვაუჩერს, რომელსაც ავიაკომპანია შემოგთავაზებთ. ავიახაზები შემოთავაზებას ზრდიან მას შემდეგ, რაც აღარ იქნებიან მოხალისეები, რომლებიც მზად არიან დათმონ თავიანთი ადგილები. როდესაც მოხალისე აღარავინაა და კომპანია ნაყიდ ბილეთზე უარის თქმას პირადად გთხოვთ, მოითხოვეთ ნაღდი ფულის კომპენსაცია და არა რაიმე სახის ვაუჩერი.

რჩევა #2: ესტუმრეთ აეროპორტის ლაუნჯს თუ დიდი ხნით გიწევთ მოცდა

თუ გადაჯდომებს შორის თითქმის 1 დღე გიწევთ მოცდა, შეიძინეთ ერთ დღიანი ბილეთი აეროპორტის ლაუნჯში. ეს დაახლოებით 60 $-მდე ჯდება და მასში შედის წასახემსებლები, წყალი, ინტერნეტი და საშხაპეც კი.

რჩევა #3: პირველ კლასში ცუდად გახდომას ვერ გაექცევით

თუ ფრენის დროს თავს ცუდად გრძნობთ ხოლმე, პირველ კლასში ეს გარემოება არ შეიცვლება. მეტიც, სჯობს თვითმფრინავის შუა ნაწილში, ეკონომ კლასში იყოთ. ამ შემთხვევაში ნაკლებად გახდებით ცუდად.

რჩევა #4: მუდამ ამოწმეთ აეროპორტის მონიტორებზე თქვენი ფრენის ინფორმაცია

შესაძლოა ფრენის დეტალებს აპლიკაციაში აკონტროლებდეთ, მაგრამ ნუ იქნება სმარტფონი თქვენი ერთადერთი ინფორმაციის წყარო. აეროპორტის მონიტორების მუდმივი შემოწმებით არ გამოგრჩებათ მისი გადადება ან გაუქმება. ხდება ხოლმე, რომ ხანდახან ფრენის ჩასასხდომი კარები იცვლება და ყურადღებით იყავით რათა ბოლო წუთას აეროპორტის ერთი ბოლოდან მეორეში არ მოგიწიოთ მირბენა.

რჩევა #5: ნუ შეინახავთ თხევადებს ჩანთაში ძალიან ღრმად

სითხეების შენახვას ჩანთის გარე ჯიბეში ან ხელბარგში გირჩევთ, რათა კონტროლზე დამატებითი პრობლემები არ შეგექმნათ და ზედმეტი დრო არ დახარჯოთ.

რჩევა #6: წაისვით მზისგან დამცავი

ცაში ფრენა კანისთვის არც ისე კარგია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით პილოტები ერთ საათში რადიციული სხივების იმ რაოდენობას იღებენ, რამდენის მიღებაც სოლარიუმის საწოლში 20 წუთის მანძილზეა შესახლებელი. როგორ ვიზრუნოთ კანზე თვითმფრინავში?

რჩევა #7: შეიძინეთ სასმელი ტერმინალში თვითმფრინავის ნაცვლად

უმჯობესია თუ ყავას, ჩაის და წყალს ტერმინალში შეიძენთ. თვითმფრინავში ისინი ძვირიცაა და სისუფთავის გარანტიაც არ გაქვთ, რადგანაც წყლის ხარისხი, რომელსაც შემდეგ ადუღებენ, ბევრად დაბალია.

რჩევა #8: სწრაფად იმოქმედეთ დაკარგული ბარგის შემთხვევაში

ავიახაზები ვალდებულები არიან გაწიონ 3000$-მდე კომპენსაცია დაკარგული ბარგის დროს. იმისათვის, რომ მაქსიმალური რაოდენობის თანხა მიიღოთ, რაც შეიძლება სწრაფად შეავსეთ სპეციალური ფორმა ბარკის დაკარგვის შესახებ. ზოგიერთ ავიახაზებს მკაცრი დედლაინები აქვთ. იმოქმედეთ დროულად, აეროპორტის დატოვებამდე და შეინახეთ გაუთვალისწინებელი ხარჯის ყველა ქვითარი.

რჩევა #9: ჩაიცვით კომფორტულად

ფრენის დროს კომფორტი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხნიანი ფრენა გაქვთ. სასიამოვნო მოგზაურობისთვის ჩაისვით სწორი ტიპის სამოსი: კომბინიზონი, თავისუფალი შარვალი, ბამბის მაისურები, ჰუდი და მსუბუქი სვიტრები. ნუ ჩაიცმევთ ახალ ფეხსაცმელებს ან მაღალ ქუსლებს.

რჩევა #10: წაიღეთ წასახემსებელი

ყველამ იცის, რომ თვითმფრინავის საკვები არც ისე გემრიელია. ბიუჯეტურ ფრენებზე ის საერთოდაც არ არის. აეროპორტში ყველაფერი ძვირია, ამიტომაც თან წაიღეთ რამე მარტივი ლანჩი.

რჩევა #11: ელექტრო მოწყობილობები ბოლომდე დატენეთ სახლში

სმარტფონები და ლეპტოპები ფრენას და აეროპორტში ყოფნას კომფორტულს და სასიამოვნოს ხდიან. არ დაგავიწყდეთ მათი ბოლომდე დატენვა სახლიდან გასვლის წინ. ზოგიერთ თვითმფრინავს სკამებთან აქვს დამტენი, თუმცა ხანდახან ისინი არ მუშაობენ.

რჩევა #12: შეიძინეთ ხმის დამხშობი ყურსასმენები წინასწარ

ასე თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ და არც ზედმეტს გადაიხდით აეროპორტის მაღაზიაში ბოლო წამს.

რჩევა #13: არ გაიკეთოთ კონტაქტური ლინზები

ფრენის დროს ატარეთ სათვალე კონტაქტური ლინზების ნაცვლად. კაბინაში არსებული მშრალი ჰაერი ლინზებს აშრობს და მათ თვალის გარსზე მჭიდროდ აკრავს.

რჩევა #14: გადაჯდომის დროს იმოძრავეთ

დიდი შეცდომაა იჯდეთ გადაბმულად საათების განმავლობაში, სანამ ფრენას უცდით. აუცილებლად აამოძრავეთ სხეული, რათა სისხლმაც იმოძრაოს. უმოძრაობით ტკივილი და დაღლილობა გაგიმძაფრდებათ.

რჩევა #15: თან იქონიეთ პლედი და ბალიში

თუ დაძინებას აპირებთ, ეს ორი ნივთი კომფორტს შეგიქმნით. როგორც წესი, ავიახაზები გთავაზობენ უფასო პლედსა და ბალიშს, მაგრამ უმჯობესია თუ საკუთარი გექნებათ, ეს უფრო ჰიგიენურიცაა. თუ ხელბარგში ბალიშის ადგილი არ გაქვთ, გაიკეთეთ კისრის ბალიში.