რჩევები

რჩევები და წესები თუ ფრენა ორსულობის პერიოდში გიწევთ

ბევრი სვამს კითხვას შეიძლება თუ არა ორსულობის პერიოდში ფრენა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლიტურად ნორმალურია იფრინოთ ორსულობის ბოლო კვირების დადგომამდე, მაინც არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც მოგზაურობის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ. ავიახაზების უმრავლესობა ნებას რთავს ვიფრინოთ ორსულობის 36-ე კვირის დადგომამდე, მაგრამ საჭიროა ამისთვის სათანადოდ მოვემზადოთ და აუცილებლად გაეცნოთ კონკრეტული ავიაკომპანიის საიტზე მათი წესების და აკრძალვების შესახებ ორსულობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, არ უნდა გეშინოდეთ ფრენის. მოგზაურობა მაშინ, როცა მუცლად პატარას ატარებთ, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იქნება, ხოლო შიშები და შფოთვა ხელს შეგიშლით, რომ სასიამოვნო შთაბეჭდილებები მიიღოთ. ასევე, ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, იქონიეთ ბალიში.

ორსულობის მდგომარეობა ინდივიდუალურია. თუ პირადი ექიმი რეკომენდაციას გიწევთ რომ სახლში დარჩეთ ან გაქვთ სიმპტომები, როგორებიცაა: სისხლდება, ოფლიანობა, მუცლის ტკვილი, თავის ტკივილი თუ მოძრაობის გართულება, სჯობს რომ ფრენის გამოცდილებისგან თავი შეიკავოთ. უმჯობესია თუ მთელი ფრენის განმავლობაში გექნებათ შეკრული უსაფრთხოების ღვედი.

გამგზავრების წინ

აუცილებელია გაესაუბროთ ექიმს ფრენამდე თქვენი მდგომარეობის შესახებ. სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად, შესაძლოა მისგან მოგთხოვონ სპეციალური დოკუმენტი ექიმის დასტურის, მშობიარობის დაახლოებითი დროის, სისხლის ჯგუფის და ექიმის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

დაგეგმეთ ფრენა სწორად: თუ შორ დისტანციაზე მიფრინავთ, პირდაპირი რეისის ნაცვლად უმჯობესია თუ ორ პატარა ფრენას აირჩევთ, რათა განიტვირთოთ, ფიზიკურად გავარჯიშდეთ, სასურველი რამე მიირთვათ და აშ. ასევე, ეცადეთ არ იფრინოთ მარტომ და გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვინც იცის თქვენი ჯანმრთელობის შესახებ და ფლობს თქვენს სამედიცინო ისტორიას.

ჩაალაგეთ ჭკვიანურად: ხელბარში ჩადეთ ყველაფერი რაც სასიცოცხლოდ დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ძირითადი ბარგი დაიკარგა, რადგანაც დაბრუნებას დრო დასჭირდება.

პირველი ტრიმესტრი

ორსულობის პირველ ნახევარში ფრენა ძირითადად სულ უსაფრთხოა თუმცა გარკვეული სიმპტომების გამო, ის შეიძლება კომფორტული არ იყოს. სჯობს თუ ბილეთის შეძენისას განაპირა სკამს აირჩევთ, ხშირად ადგომა რომ მოგიწიოთ და ფეხებიც უფრო რომ გაშალოთ და დაასვენოთ.

მეორე ტრიმესტრი

ამბობენ, რომ ორსულობის მეორე ნახევარი (14-დან 28 კვირამდე) საუკეთესო დროა სამოგზაუროდ. ამ კვირების განმავლობაში, ენერგია გიბრუნდებათ, გულისრევა აღარ გაწუხებთ და უფრო მარტივადაც მოძრაობთ. თუ ამ დროს აპირებთ ფრენას, დალიეთ ბევრი წყალი და წინასწარ მოიძიეთ კლინიკები თქვენს დასარჩენ ადგილთან ახლოს.

მესამე ტრიმესტრი

28 კვირის შემდეგ მოძრაობა ან დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა ძნელდება. თუ ჯანმრთელობა არ გაწუხებთ და სტაბილური ორსულობა გაქვთ, ფრენა 36 კვირამდე ჩვეულებრივად შეგეძლებათ. მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ ბავშვი შესაძლოა იმაზე ადრე გაჩნდეს, ვიდრე მოელით. დიაბეტის, ჰიპერტენზიის და სხვა დაავადებების მაღალი რისკის პაციენტებისთვის არაა რეკომენდირებული ფრენა 24 კვირის შემდეგ.

იხილეთ ასევე: ფრენა ბავშვებთან ერთად
.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *