რჩევები

რჩევები ასაკოვანი მოგზაურებისთვის

ფრენა ასაკოვანი ადამიანებისთვის შესაძლოა გამოწვევა იყოს, მაგრამ სწორი დაგეგმვით ყველაფერი ადვილად მოგვარებადია. მათ შეუძლიათ ისიამოვნონ კომფორტული და უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობით.

1. აირჩიეთ სწორი დრო მოგზაურობისთვის

აირჩიეთ დრო, როცა აეროპორტი ნაკლებადაა დატვირთული, რათა ხალხმრავლობის სტრესი აირიდოთ თავიდან. ასევე, შეარჩიეთ ფრენა გადაჯდომის გარეშე. ნუ იმოგზაურებთ სეზონზე, რომელიც ჯანმრთელობაზე იმოქმედებს, რადგანაც ასაკოვანი ადამიანები სენსიტიურები არიან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

2. მოითხოვეთ სპეციალური აღჭურვულობები

აეროპორტში ალბათ დაგინახავთ ბორბლებიანი გადასაადგილებელი სავარძლები, რომლებით სარგებლობაც ასაკოვან ადამიანებს შეუძლიათ. თუ გეითამდე დიდი მანძილია, მოსთხოვეთ აეროპორტს ისინი მისაცილებლად ან ბარგის წასაღებად.

3. მედიკამენტები

ასაკოვან ადამიანებში ჯანმრთელობის პრობლემები გავრცელებულია. იმისათვის, რომ ეს თავიდან აიცილოთ, მოიმზადეთ მედიკამენტების სია. არ დაგავიწყდეთ ისინი, რომლებსაც რეგულარულად იღებთ და არც ისინი, რომლებიც იშვიათად მაგრამ გჭირდებათ ხოლმე ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: თავის ტკივილი, მუცლის შებერილობა თუ ალერგია.

4. ნუ იქონიებთ მძიმე ბარგს

თქვენთვის უკეთესია თუ მსუბუქად ჩალაგდებით და კომფორტს მიანიჭებთ უპირატესობას. ზედმეტი ბარგი დისკომფორტს და შფოთს იწვევს. შესაძლოა გაგიჭირდეთ მათი ტარება.

5. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს დიეტაზე და კვების რაციონზე

მნიშვნელოვანია მოგზაურობისას ორგანიზმის ბალანსში ყოფნას შეუწყოთ ხელი. საკვები გავლენას ახდენს ჩვენს ენერგიაზე და იმუნურ სისტემაზე. საერთაშორისო მოგზაურობისას ასაკოვანმა ადამიანებმა დიეტა უნდა დაიცვან: მიიღონ მსუბუქი საკვები, რომლებიც შეიცავენ პროტეინებს და ხილ-ბოსტნეული.

6. აუცილებელია სამოგზაურო დაზღვევის ქონა

არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა და ამჯობინეთ საუკეთესო პაკეტი, რასაც სადაზღვეოები გთავაზობენ. ამგვარად დაცული იქნებით არამხოლოდ მოულოდნელი ავადმყოფობებისგან, არამედ ბარგის დაკარგვისგან თუ ფრენის გადადებისგან. მისი ფლობა შინაგანად დაგამშვიდებთ და რისკებს დაგიზღვევთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *