რჩევები აეროპორტში ღამის გათენებისას და ძილისას
აეროპორტში ძილი ბევრი მოგზაურისთვის უცხო აღარაა, რადგანაც მათ ხშირად უწევთ დამაკავშირებელ ფრენებს შორის მოცდა, რეისის დროის გადაწევა თუ ადრიანი დილის ფრენები. ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ.
დაშვებულია აეროპორტში ძილი? დიახ ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ხანდახან, ამინდის გაუარესების გამო, რეკომენდირებულიც კია რომ ტერმინალში დარჩეთ.
რას გვთავაზობს აეროპორტი ღამით? ბევრი დიდი აეროპორტი საბაზისო სერვისებს გვთავაზობს: ღია საპირფარეშოები და ხანდახან საშხაპეები, მოსაცდელი სივრცე, საკვების და სასმლის აპარატები, ზოგიერთ ზონაშ 24-საათიანი მაღაზიები და კაფეები; უფასო ვაიფაი; დასაძინებელი კაბინები და აშ.
რა ხდის აეროპორტს ძილისთვის შესაფერისს? დასასვენებელი სივრცეები ; დასაძინებელი კაბინები, სასტუმროები ტერმინალთან ახლოს, 24/7-ზე სერვისები და უსაფრთხო გარემო.
რომელი აეროპორტია საუკეთესო ღამის გასატარებლად?
- Singapore Changi (SIN) (დასასვენებელი სივრცეები, სავარძლები, კინოთეატრი, დასაძინებელი კაბინები)
- Seoul Incheon (ICN) (ლაუნჯები; საშხაპეები; ტრანზიტული სასტუმრო)
- Tallinn (TLL) (დასაძინებელი კაფსულები, ტახტები)
- Tokyo Haneda (HND) (ლაუნჯები)
- Helsinki-Vantaa (HEL) (დასაძინებელი კაფსულები)
- Munich (MUC) (დასაძინებელი კაბინები და სკამების დიდი არჩევანი)
საუკეთესო ადგილები აეროპორტში დასაძინებლად: როცა ფრენა იგვიანებს ან უბრალოდ აეროპორტში მოცდა გიწევთ, დაძნება ნამდვილი გამოწვევა ხდება. მაგრამ, თუ იცით ადგილები სადაც ამას შეძლებთ, მოცდას გაიმარტივებთ. ამაში გვეხმარება სპეციალური მოსასვენებლი სივრცეები, დასაძინებელი კაბინები და გრძელი სკამები ხელის დასაყრდენის გარეშე. ბევრი მგზავრი ასევე ირჩევს მყუდრო კუთხეს ხალიჩაზე, გეითთან ახლოს.
დაშვებულია ლაუნჯში ძილი? დიახ, განსაკუთრებით გრძელი გადაჯდომისას. ლაუნჯები მშვიდი, კომფორტული სივრცეებია, სადაც საკვები და დასატენი სადგურები დაგხვდებათ.
როგორ შეიძლება დავიძინოთ აეროპორტში უფასოდ და კომფორტულად? იპოვეთ მშვიდი კუთხე, მოშორებით ისეთი დერეფნისგან, სადაც მგზავრთა ნაკადია, მოშორებით ხმაურისგან. სასურველია ნაკლებად დატვირთულ გეითებთან. იქონიეთ თავის ბალიში, საძილე სათვალე, ყურსაცობები და სასურველია პლედი. არ სცადოთ დაძინებან შესასვლელ-გამოსასვლელებთან; საპირფარეშოებთან და ლიფტებთან. თუ ბარგი გაქვთ, ეცადეთ ის ახლოს დაიდოთ; დააყენეთ მაღვიძარა და დააკვირდით იყოთ ისეთ ადგილას, სადაც კამერებია.



