რატომაა მნიშვნელოვანი ფანჯრის გახსნა თვითმფრინავის აფრენის და დაფრენის დროს
როგორც იცით, ბორტგამცილებლები თვითმფრინავის აფრენის და დაფრენის პროცესში გვთხოვენ აუცილებლად გავხსნათ ფანჯრები და შემდეგ გვამოწმებენ კიდეც. იცით რატომ ხდება ეს?
ინციდენტები ყველაზე ხშირად აფრენის და დაფრენის დროს ხდება
მართალია საჰაერო მოგზაურობისას ინციდენტების რისკი ფაქტობრივად უიშვიათესია, ყოველი შემთხვევისთვის, საჭიროა დავიცვათ ფანჯრის გახსნის წესი, რათა ბორტგამცილებლებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ. გადაუდებელ სიტუაციებში ამგვარად სწრაფად მოხდება რეაგირება, იქნება კაბინაში ბუნებრივი სინათლე და ევაკუაციაც ოპერატიულად შესრულდება.
საჭიროა ჩანდეთ გარედან
ფრენის ორ კრიტიკულ ფაზაში: აფრენისა და დაფრენის დროს, გარდა იმისა, რომ თავადაც დაინახოთ რა ხდება გარეთ, გარედანაც აღქმადები უნდა იყოთ. კარების გაღებამდე უსაფრთხოების თანამშრომლები უფრო სწრაფად მოახდენენ რეაგირებას. დაწეული ფანჯრების შემთხვევაში კაბინაში სიტუაციის სწრაფი შეფასება შეუძლებელი იქნება.
თვალის მიჩვევისთვის
უსაფრთხოება რომ გვერდზე გადავდოთ, ბორტგამცილებლები ფანჯრის გახსნას თვალების აკლიმატიზაციისთვისაც გვთხოვენ. მართალია ადამიანის თვალი სინათლეს უფრო სწრაფად ეჩვევა, ვიდრე სიბნელეს, ეს მაინც არაა მყისიერი. რეისები, რომლებიც ღამით ან დილით ადრე სრულდებიან, ფანჯრის და კაბინის სინათლის კონტროლიც თვალის მიჩვევის გამო ხდება.