რატომაა აეროპორტში საჭმელი ასე ძვირი?
მათთვის ვინც ხშირად ფრენენ, იციან აეროპორტში საკვების და სასმლის მაღალი და ხშირად აბსურდული ფასების შესახებ. როგორც წესი, არც ხარისხია ხოლმე ფასის შესაბამისი. ჩნდება კითხვა, რატომაა აეროპორტში კვება ასეთი ძვირი?
აეროპორტები უფრო და უფრო ძვირდება იმ თანამშრომლობის შედეგად, რაც აეროპორტებსა და მათში მდებარე მაღაზიებს შორის არსებობს. როცა მე-20 საუკუნეში ფრენის ინდუსტრია უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, აეროპორტებმა მაღაზიებისა და რესტორნების დამატება დაიწყეს და პატარა სავაჭრო ცენტრების სახე მიიღეს. ეს მაღაზიები აეროპორტებს მიმზიდველ ადგილებად აქცევდნენ, არამხოლოდ მოგზაურობის დანიშნულებისთვის, არამედ შოპინგის მიზნითაც. მაგრამ, ადამიანებმა ნელ-ნელა მაღალ ფასებზე წუწუნი დაიწყეს. ამიტომაც, ზოგმა აეროპორტმა, მაგალითად პიტსბურგმა დაადგინა წესი, რომელსაც “ქუჩის ფასები” უწოდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ აეროპორტების მაღაზიებში, ქალაქის ქუჩების მსგავსი ფასები უნდა ყოფილიყო.
ეს მოდელი დღეს უკვე წარსულის რელიქვიაა. ახალ მოდელს ეწოდება “ქუჩის ფასები პლუსი”, რაც გულისხმობს ნივთის სტანდარტულ ფასს, დამატებული 10 ან 20%, რასაც ადგილობრივი გადამზიდველები აწესებენ. ფასის განსხვავების მიზეზია უსაფრთხოების შემოწმება, აეროპორტის პროტოკოლები და ქირის მაღალი ღირებულება, რაც აეროპორტში მყოფ ყველა ბიზნესს სირთულეებს უქმნის.
გირჩევთ აეროპორტში მისვლამდე მიირთვათ დიდი პორცია, თან წასახემსებელი იქონიოთ. წყლის შემთხვევაში კი დააკვირდეთ შადრევნებს. ბევრ აეროპორტს უფასო წყლის შადრევნები აქვს, რისთვისაც პირადი ბოთლი დაგჭირდებათ. სუვენირების ყიდვა კი ქალაქში ყოფნისას არ დაგავიწყდეთ და აეროპორტისთვის არ მოიტოვოთ.

