რჩევები

რატომ უნდა შეიკავოთ თავი თქვენი ბარგის სასტუმროს იატაკზე განთავსებისგან

გრძელი სამოგზაურო დღის შემდეგ, საოცრად სასიამოვნოა სუფთა სასტუმროს ოთახში შესვლა. შესაძლოა გონებაში ცოტა გამოძინება და ცხელი შხაპი გაქვთ, მაგრამ ფეხსაცმელების გახდამდე, ოთახი მაინც შეამოწმეთ. შესაძლოა პირველ ჯერზე სუფთა ჩანდეს, მაგრამ თუ იქ ხალიჩა აფენია, არაა გამორიცხული ის არ იყოს სუფთა. სასტუმროს ხალიჩებში ხშირადაა მტვერი და ჭუჭყი ჩარჩენილი და ღრმა წმენდას საჭიროებს, რაც ყოველთვის ვერ ესწრება.

მომსახურე პერსონალი როგორც წესი ანეიტრალებს მტვერს, მაგრამ სწრაფი მტვერსასრუტი ხანდახან საკამრისი არაა. იმისათვის, რომ შეამციროთ შანსები იმისა, რომ ბარგი ბაქტერიებთან კონტაქტში ნაკლებად შევიდეს, მიზანშეწონილია მისი აბაზანის იატაკზე ან ოთახის იმ ნაწილში დადება, სადაც წყლის ნიჟარაა. აბაზანის იატაკი როგორც წესი უფრო სუფთაა და საშუალებას მოგცემთ პარაზიტები ბარგის ზედაპირით თან არ წაიყოლოთ გასვლისას.

სასტუმროს სუფთა ზედაპირებიც კი მალავენ საიდუმლოებებს. დამლაგებლებს დღეში 10-დან 20-მდე ოთახის დალაგება უწევთ, თითოში 25-დან 50 წუთამდე ატარებენ. სისუფთავის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, სასტუმროები უარს ამბობენ ხალიჩებზე და აგებენ ვინილის იატაკებს, რომელიც უფრო პრაქტიკულია გასაწმენდად და მყუდროებასაც ინარჩუნებს.

დატოვეთ ფეხსაცმელების კართან ახლოს, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი ბაქტერიები. თუ რაიმე არასასიამოვნოს აღმოაჩენთ, მაშნვე შეატყობინეთ პერსონალს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *