რჩევები

რატომ უნდა მოაძროთ სამგზავრო ჩანთას სტიკერები ფრენის შემდეგ

იცოდით, რომ ერთმა მარტივმა შეცდომამ შესაძლოა თქვენი ჩანთა სულ სხვა ადგილას გაგზავნოს? ფრენისას ბარგის დაკარგვა საშინელი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, მაინც ხდება ხოლმე ისე, რომ მგზავრები ჩადიან თავიანთ დანიშნულების ადგილას და ჩანთას ვეღარ პოულობენ. რა თქმა უნდა ის საბოლოოდ უბრუნდებათ, თუმცა მოგზაურობის პერიოდში აუცილებელი ნივთების გარეშე რჩებიან. თურმე, ხანდახან ეს ჩვენი ბრალი შეიძლება იყოს.

თუ თქვენს სამგზავრო ჩანთაზე აეროპორტის სტიკერი დღემდე გიკვრიათ და მოგზაურობას კვლავ აპირებთ, აუცილებლად უნდა მოაშოროთ ის ჩანთას. რა მოხდება თუ ამას არ გააკეთებთ? ერთ-ერთ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, კალიფორნიის აეროპორტის თანამშრომელი გვიხსნის თუ რამხელა პრობლემასთანაა ეს ქმედება დაკავშირებული. თუ თქვენ სულ სხვა მხარეს მიფრინავთ და წინა მოგზაურობის სტიკერი სულ სხვა მიმართულებაზე მიგვითითებს, შესაძლოა კომპიუტერმა შემთხვევით სწორედ ძველი სტიკერი დაასკანეროს.

რეგისტრაციისას ბარგზე ამ სპეციალურ სტიკერებს ტყუილად არ აკრავენ, მისი საშუალებით ბარგი თქვენს მარშრუტს უნდა გამოყვეს. თუ სტიკერებზე დატანილი ინფორმაცია აირევა, თქვენი ბარგი ავიაკომპანიის უმისამართო ჩანთების ცენტრში აღმოჩნდება. სტიკერები მოიცავენ ინფორმაციას მოგზაურის, ბილეთის, ავიაკომპანიის თუ სხვა დეტალების შესახებ. თუ ის არაა დაზიანებული, ხანდახან ბარკოდის საშუალებით ახლის ნაცვლად, ძველი სტიკერის წაკითხვა ხდება.

მსგავსი პრობლემა გამოცდილ მოგზაურებსაც ექმნებათ. თუმცა, ამ პრობლემის თავიდან აცილება საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ააძვრეთ ძველი სტიკერი, როგორც კი აეროპორტს დატოვებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური აპლიკაციები თქვენი ჩანთის ადგილსამყოფელის დასანახად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *