რატომ ტოვებენ თვითმფრინავები თეთრ ზოლს ცაში?
მოწმენდილ ცაზე, თვითმფრინავის დანახვისას აუცილებლად შევამჩნევთ თეთრ ზოლს, რომელსაც ის ფრენისას ტოვებს. ისინი ჩნდებიან მაშინ, როცა თვითმფრინავის ძრავიდან გამოსული ცხელი, ნოტიო გამონაბოლქვი, მაღალ სიმაღლეზე არსებულ ცივ ჰაერს ერწყმის. შედეგად, წარმოიქმნება თეთრი ზოლები, რომლებსაც მიწიდან ასე თვალნათლივ ვხედავთ. ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ცივ ამინდში, პირით სუნთქვისას ორთქლი ხილული ხდება, დაახლოებით მსგავსი პრინციპია თვითმფრინავის შემთხვევაშიც.
მაგრამ, ყველა თვითმფრინავი არ ტოვებს თეთრ კვალს. ამას სპეციალური მდგომარეობა ქმნის. ტემპერატურა და ტენიანობის დონე სიმაღლეებზე სხვადასხვანაირია და იცვლება. თუ ჰაერი ძალიან მშრალია ან საკმარისად ცივი არაა, წყლის ორთქლი ხილული და შესამჩნევი არ იქნება. ფრენის მარშრუტის და ატმოსფერული წნევის მიხედვით, თეთრი ზოლები შესაძლოა საათობით დარჩეს და პატარა ღრუბლის ფორმაც კი მიიღოს. ზოგადად, თვითმფრინავის გამონაბოლქვი დროთა განმავლობაში კლიმატზეც ახდენს გავლენას. ის ყოველთვის თეთრი ფერისაა და თუ სხვა ფრად ხედავთ, ეს კრისტალების მზის შუქზე მოხვედრის შედეგად ხდება.