რატომ ქვრება თვითმფრინავის კაბინაში შუქი? ჩაძინებისთვის არა!
ფრენისას ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ ჩასხდომიდან გარკვეული დროის შემდეგ, კაბინაში შუქი ქვრება და ეს ბევრ ადამიანს ერთგვარ სიმშვიდეს ანიჭებს. მაგრამ, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩათვლემისთვის მოვემზადოთ. ისევე, როგორც ღვედის შეკვრა ან მობილური მოწყობილობების Airplane-ის რეჟიმზე გადაყვანა, ესეც საჰაერო ფრენის ერთგვარი პროტოკოლია. და მაინც, რატომ სჭირდებათ ბორტგამცილებლებს სინათლის ჩაქრობა? ამის თაობაზე პილოტის და ავიაციების ექსპერტის პასუხებს შემოგთავაზებთ.
კაბინაში სინათლის შესუსტება მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი აფრენას განახორციელებს, ერთ-ერთი აუცილებელი უსაფრთხოების ზომაა. ის ეხება იმ მილიარდში ერთ შესაძლო სცენარს, რომელზე ფიქრიც არცერთ მგზავრს არ სურს. ნებისმიერი ტიპის კატასტროფის ან ევაკუაციის შემთხვევაში, როცა მგზავრებს და ბორტგამცილებლებს თვითმფრინავის სასწრაფო წესით დატოვება მოუწევთ, მათი თვალები სიბნელეს უკვე შეჩვეული უნდა იყოს. დაახლოებით 5-10 წუთი სჭირდება თვალს იმისათვის, რომ სიბნელეს შეეჩვიოს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე სინათლეში იყმყოფებოდა. ამიტომაც, როცა სისწრაფე იქნება საჭირო, თვალს უკვე აკლიმატიზაცია უნდა ჰქონდეს გავლილი ბნელ კაბინასთან და უსართხოებისთვის საჭირო დეტალების დანახვა სწორედაც რომ ბნელში უნდა შეეძლოს. სიბნელეში უფრო მარტივია დავინახოთ სასწრაფო წესისთვის განკუთვნილი დამატებითი გასასვლელი.
რატომ ხდება შუქის ჩაქრობა მხოლოდ აფრენისას და თვითმფრინავის დაჯდომისას? იმიტომ, რომ გარკვეული ინციდენტები მხოლოდ ამ შემთხვევაში იჩენს თავს. აფრენის და დაფრენის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია ფრენისას. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ფატალური შემთხვევების რისკი იმდენად მცირეა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ადამიანმა 25 214 წლის მანძილზე ყოველდღე უნდა იფრინოს რომ ის განიცადოს.
რა დამატებითი მიზეზები არსებობს კაბინაში სინათლის ჩაქრობასთან დაკავშირებით? ეს ხდება მაშინაც, როდესაც ფრენა ხორციელდება ისეთ დროს, როდესაც თვითმფრინავი დღის შუქიდან სხვა ქვეყნის ღამის დროებში ინაცვლებს. ასევე, მაშინ, თუ ფრენა 6 საათზე მეტხანს გრძელდება და მგზავრებს სურთ უყურონ ფილმს და დაისვენონ. ასევე, აღსანიშნავია, რომ სინათლის ანთებით აფრენისას და დაჯდომისას სხვა თვითმფრინავები უკეთესად ამჩნევენ ერთმანეთს. შემდეგ კი აქრობენ, რათა არ დააბრმაონ სხვა პილოტები.