რჩევები

რატომ პატარავდება თვითმფრინავის საპირფარეშო ზომაში?

თუ არც ისე იშვიათად დაფრინავთ, შეამჩნევდით, რომ თვითმფრინავის საპირფარეშოები უფრო და უფრო პატარავდებიან. არ გეჩვენებათ. ყოველწლიურად, თვითმფრინავის ინჟინერები ცდილობენ ყველაფერი უფრო კომპაქტური გახადონ და სველი წერტილები სიის პირველ ადგილს იკავებენ. რატომ? საპირფარეშო ბილეთს არ ყიდის, სკამები კი ნამდვილად ყიდიან, არამხოლოდ რაოდენობის, არამედ კომფორტის გამოც. დიდ თვითმფრინავებში კი საპირფარეშოები ხშირად ისეთ ადგილს იკავებენ, სადაც შესაძლოა სკამები მოეთავსებინათ.

ადგილის ეკონომია

თვითმფრინავისთვის 18 სმ-ის ეკონომიაც კი საქმეა. ამიტომაც პირველ რიგში ყოველთვის ცდილობენ სანტიმეტრები საპირფარეშოს მოაკლონ.

სამზარეულოს/საპირფარეშოს გაცვლა

იმის გამო, რომ თვითმფრინავებში მეტი სკამის დამატება სურთ, ზოგიერთ მოდელში გამოყენებულია დიზაინი სახელად “სფეის-ფლექსი”. ამ დიზაინის მიხედვით, საპირფარეშო გადადის თვითმფრინავის უკანა ნაწილში, სამზარეულოს ადგილას. სწორედ სამზარეულოს სივრცის დაპატარავების ხარჯზე ჩნდება საპირფარეშო და თანაც, პატარავდება ზომაში რათა სივცეში დაეტიოს. შედეგად კი თვითმფრინავს სკამების 2 დამატებითი რიგი ემატება.

დიდი ზომის თვითმფრინავებს მეტი საპირფარეშო არ აქვთ

დიდ თვითმფრინავებშიც იმავე რაოდენობის საპირფარეშოებია, რაც მათზე პატარებში, უბრალოდ იქ ისინი ოდნავ უფრო დიდი ზომისაა. საქმე იმაშია, რომ ისინი კრეატიულ გადაწყვეტილებებს მიმართავენ. მაგალითად ემირატების საპირფარეშო გვთავაზობს შხაპსაც. მაგრამ, ტრენდი ერთი და იგივეა: უფრო პატარა ზომის საპირფარეშოები, დიდი რიგები და მეტი სკამი.

საუკეთესო რჩევაა თუ საპირფარეშოს აეროპორტში ეწვევით, თვითმფრინავში ასვლამდე და შემდეგ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *