რატომ ხდება ძლიერი ტურბულენტობა და როგორ დავიცვათ თავი
რა არის ტურბულენტობა და რატომ იგრძნობა ის ხანდახან ძლიერად? ტურბულენტობა უეცარი და ხანდახან აგრესიული ჰაერის ნაკადის მოძრაობაა თვითმფრინავის გარშემო. იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია ჰაერის ცვლა ატმოსფეროში თვითმფრინავის ირგვლივ, იმდენად შეიგრძნობა ძვრები მასში სხდომისას. ძლიერი ტურბულენტობის დროს მგზავრები შესაძლოა ფიზიკურად დაზიანდნენ კიდეც.
სანერვიულოა თუ არა ტურბულენტობა ფრენის დროს? ხშირად ტურბულენტობა რბილი და ზომიერია. პილოტები პროფესიონალურ, მკაცრ ტრენინგს გადიან, იქამდე, სანამ საერთაშორისო ფრენებს განახორციელებენ. ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი იმ ტექნიკების შესწავლაა, რომელიც ტურბულენტობას ეხება. შესაბამისად, პროფესიონალმა მფრინავებმა იციან როგორ მოიქცნენ ტურბულენტობის დროს.
სანამ თვითმფრინავი აფრინდება, პილოტები სწავლობენ ამინდს და მის პოტენციურ ცვლილებებს კონკრეტულ საფრენ ტრაექტორიაზე და თუ დაკვირვებიხართ, გვაფრთხილებენ კიდეც შესაძლო ტურბულენტობის შესახებ. ნორმალური ტურბულენტობა იგივეა მანქანაში სხდომისას რომ პატარა ორმოზე გადაიაროთ. ეს უბრალოდ მსუბუქად იგრძნობა.
როგორ მოვემზადოთ ტურბულენტობისთვის ფრენისას? წინასწარ იმის განსაზღვრა, უეჭველად შეგვეხება თუ არა ტურბულენტობა, შეუძლებელია. მაგრამ, საკუთარი თავის შემზადება მაინც სასურველია.
შეიტყვეთ ფაქტები ტურბულენტობის შესახებ: პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ ტურბულენტობა შესაძლოა საშიში იყოს, რადგანაც ხანდახან ფიზიკურ დაზიანებას იწვევს, თუმცა ის თითქმის არასდროს იწვევს ავიაკატასტროფას. უკანასკნელი ავიაკატასტროფა, რომელიც ტურბულენტობამ გამოიწვია, 50 წლის წინ, 1966 წელს მოხდა.
- იფრინეთ დილით ადრე: ამ დროს ტურბულენტობა ყველაზე ნაკლებად შეიგრძნობა. ეს იმიტომ, რომ ჰაერი ცივი და მკვრივია. ამასთან, თვითმფრინავი ნაკლებადაა სავსეც.
- ყურადღების გადატანა: ეს რელაქსაციაში დაგეხმარებათ. აიტანეთ ბორტზე თვითმფრინავი ან რაიმე, რაც ყურადღებას გადაგატანინებთ. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, უყურეთ ფილმს ან შეავსეთ კროსვორდი. ნებისმიერი რამ რაც გსიამოვნებთ.
- შეარჩიეთ სკამი: თვითმფრინავში არის ადგილები, სადაც ტურბულენტობა ნაკლებად იგრძნობა. მაგალითად, სკამები თვითმფრინავის წინა ნაწილში, სამართავ პანელთან ახლოს. ფრთებთან სხდომაც კარგი არჩევანია. თავი შეიკავეთ უკან სხდომისგან.
- დარჩით ადგილზე აფრენის შემდეგ: არსებობს მიზეზი, რის გამოც მგზავრებს სკამებზე ქამრის შეკვრის აუცილებლობა აქვთ. როგორც მანქანაშია ღვედი აუცილებელი, ასევე, თვითმფრინავში. ჩვენ გირჩევთ, შეხვიდეთ საპირფარეშოში აფრენამდე და ეცადოთ, მგზავრობის დროს არ იმოძრაოთ და სკამზე დარჩეთ.
რა ხდება თუ ფრენის დროს ძლიერი ტურბულენტობა მოხდა? ამ დროს შესაძლოა დაგეუფლოთ შიშის განცდა და მიიღოთ სტრესი. გახსოვდეთ, რომ ეს ბუნებრივია, დარჩით სკამზე და დაუჯერეთ ბორტგამცილებლებსა და პილოტებს. ისინი თქვენს ჩაფრენას უსაფრთხოდ უზრუნველყოფენ.