რატომ არ უნდა ატაროთ შორტები ფრენისას
შორტები წლის ცხელ სეზონზე და თბილი ქვეყნების მიმართულებით ფრენისას შესაძლოა კომფორტულ სამგზავრო სამოსად ჩაითვალოს, მაგრამ როგორც ბორტგამცილებლები ყვებიან, თვითმფრინავში ის გონივრული სულაც არაა.
საგანგაშო ან გამაფრთხილებელ სიტუაციებში ავიახაზებს სპეციალური თავის დასაღწევი სასრიალოები აქვთ, რომლებიც მგზავრების თვითმფრინავიდან სწრაფ გამოსვლას სუზრუნველყოფენ. როგორც წესი, მათი ზედაპირი კანს შეხებისას წვავს. ამიტომაც, კანის დაცვის და ტკივილის თავიდან არიდების მიზნით, ატარეთ გრძელი შარვლები და დაიფარეთ ფეხები თვითმფრინავით მგზავრობისას.
მეორე მიზეზი, რის გამოც ფრენისას აუცილებლად უნდა ატაროთ გრძელი შარვლები, კაბინის სისუფთავის გათვალისწინებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის სუფთავდება და იწმინდება, ბაქტერიები მაინც მრავალადაა და ხანდახან კანის დაავადებების წარმოქმნის მაპროვოცირებელიცაა.