რჩევები

რას ნიშნავს სასტუმროს თითოეული ვარსკვლავი

მოგზაურობის დროს მთავარი ხარჯი სასტუმროზე და ტრანსპორტზე მოდის. როგორც იცით, სასტუმროებს ვარსკვლავების რაოდენობით აფასებენ. იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენი ვარსკვლავი რაზე მიუთითებს, უნდა იცოდეთ თუ როგორ მუშაობს სასტუმროების შეფასების სისტემა ზოგადად. უნივერსალური სტანდარტი არ არსებობს, ვარსკვლავებით შეფასება მომხმარებელთა შეფასებების მიხედვითაც იცვლება.

⭐️ 1 ვარსკვლავი როგორც წესი მოიაზრებს მხოლოდ საწოლს. ხშირად საჭიროა საკუთარი თეთრეულის და პირსახოცის წაღება. არ გექნებათ პირადი აბაზანა. ამ კატეგორიაში ძირითადად ჰოსტელები ერთიანდებიან.

⭐️⭐️ 2 ვარსკვლავის შემთხვევაში მიიღებთ პირად ოთახს და აბაზანას. დაგხვდებათ თეთრეული, საპონი და პირსახოცი. თუმცა შესაძლოა არ იყოს მიმღების თანამშრომელი ან მუშაობდეს შეზღუდული დროით.

⭐️⭐️⭐️ 3 ვარსკვლავი მეტ სტუმართმოყვარეობას და უკეთესი ხარისხის ოთახებს ნიშნავს. ამ შემთხვევაში იქნება სასადილო ოთახიც, საუზმეც და შესაძლოა აუზიც. მიმღები აქაც მხოლოდ გარკვეულ საათებში მუშაობს.

⭐️⭐️⭐️⭐️ 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები უფრო დახვეწილ ოთახებს და ისეთ სივრცეებს აერთიანებენ, როგორებიცაა: სავარჯიშო დარბაზი, ქიმწმენდა, კვების სივრცე და კვება, სპა და 24 საათიანი მიმღების მომსახურეობა.

⭐️⭐️⭐️⭐️⭐️ 5 ვარსკვლავზე კი სიმდიდრეს ნამდვილად უნდა ელოდოთ. დიდი ოთახები; სპა, რესტორნები, ოთახის სერვისი, ქიმწმენდა, სავარჯიშო დარბაზი აქ აუცილებლად იქნება. ამ შემთხვევაში მომსახურეობის ხარისხიც მაღალი და ინდივიდუალურია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *