რას გვირჩევენ დერმარტოლოგები ფრენამდე
ფრენის წინ ბევრ რამეზე ვფიქრობთ და შესაძლოა მზისგან დამცავი საერთოდ არ გაგვახსენდეს. სამწუხაროდ, კაბინის ფანჯრები იმაზე ნაკლებ დაცვას გვთავაზობენ, ვიდრე გვგონია, მითუმეტეს თუ ფანჯარასთან სხდებით. თვითმფრინავის ფანჯრები სრულად არ ბლოკავენ ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც კანის დაბერებას უწყობენ ხელს. დერმატოლოგების დაკვირვებით, იმ სიმაღლეზე, რომელზეც თვითმფრინავი ფრენისას ადის, ულტრაიისფერი სხივების მოქმედება ძლიერდება. ერთადერთი გამოსავალი ფანჯრების დახურვაა მთელი ფრენის განმავლობაში.
თუმცა დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ფრენის დროს კანის დასაცავად აუცილებლად გვესვას მზისგან დამცავი კრემი. ასე საუკეთესოდ დავიცავთ კანს ულტრაიისფერი რადიაციისგან, თვითმფრინავის სიმაღლეზე ყოფნისას მისი გავლენა ზღვის დონესთან შედარებით ორჯერ მეტია. როგორც წესი, ფანჯრები გარკვეულ გამოსხივებას ბლოკავენ, თუმცა სრულად ამას ვერ ახერხებენ. მოღრუბლულ დღეებშიც კი, თუ მზის სითბოს უშუალოდ ვერ გრძნობთ, იცოდეთ, რომ მისი სხივები თქვენს კანამდე მაინც აღწევენ.
რაც უფრო მეტს დაფრინავთ, კანის დაზიანების რისკი უფრო მაღალია. პილოტებში და კაბინის თანამშრომლებში მელანომას რისკის შემთხვევები ორჯერ მაღალია. აირჩიეთ ისეთი მზისგან დამცავი, რომელიც დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან და კანის დეჰიდრატაციასაც უშველის, რადგანაც კაბინაში ტენის დონე 20%-ზე დაბლა ჩამოდის. კრემოვანი სტრუქტურის მზისგან დამცავი უფრო ატენიანებენ კანს ვიდრე გელები. ამასთან, დალიეთ წყალი და წაისვით დამატენიანებელი სერუმი, მათ შორის ტუჩებზეც.

