რამდენად ადრე უნდა მიხვიდეთ აეროპორტში?
მოგზაურები ხშირად კითხულობენ თუ რამდენი ხნით ადრე უნდა მივიდნენ აეროპორტში. პასუხი კომპლექსურია.
1 საათით ადრე უნდა მიხვიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილი მოგზაური ხართ და ბარგი არ გაქვთ.
- დაჩექინდით წინა ღამეს ონლაინ
- ამოაპრინტერეთ ბილეთი ან შეინახეთ სქრინი სმარტფონში.
- ნუ მიხვალთ საკუთარი მანქანით, გამოიძახეთ ტაქსი და წაყევით ოჯახის წევრს/მეგობარს
რაც უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ აეროპორტში მისვლისას, მით უკეთესი. შეგიძლიათ გამოტოვოთ ბარგის ჩაბარება და პირდაპირ შემოწმებაზე წახვიდეთ, თუ მხოლოდ ხელბარგი გაქვთ თან წაღებული. აუცილებლად დარწმუნდით, რომ ხელბარგი თქვენი ავიახაზების მოთხოვნებს პასუხობს. სხვა შემთხვევაში თანხას გადააგხდევინებენ.
რა ითვლება სტანდარტულ დროდ? – სტანდარტული დრო გაფრენამდე 1.5 საათია. ამ დროის მანძილზე ყველაფერი თავისუფლად უნდა მოასწროთ, თმცა გააჩნია აეროპორტის სიდიდესაც.
რა უნდა ქნათ თუ გსურთ ბევრი დრო გქონდეთ აეროპორტში?
თუ არ გეჩქარებათ და გსურთ გაფრენამდე აეროპორტშიც ისეირნოთ, გაფრენის დრომდე 2 საათით ადრე უნდა მიხვიდეთ.
რა უნდა ქნათ თუ სპეციალური საჭიროებების მქონე ხართ ან გაფრენასთან დაკავშირებით შფოთვები გაწუხებთ?
თუ მოგზაურობის პროცესი გაშფოთებთ, მაშინ აეროპორტში 2.5 საათით ადრე მიდით.
კიდევ რა შემთხვევებში უნდა მივიდეთ ამდენად ადრე?
- თუ მოგზაურობთ პატარა ბავშვებთან ერთად.
- თუ მიფრინავთ შინაურ ცხოველებთან ერთად
- გაქვთ ზედმეტი ჩანთები ან სპეციალური აღჭურვილობები.
- მოგპარეს/დაკარგეთ პასპორტი.
- ხართ არასრულწლოვანი გამყოლის გარეშე.
ეს არის სიტუაციები, როცა რეკომენდირებულია 2.5 საათით ადრე მისვლა.
ასევე, უნდა გაითვალისწინოთ დღესასწაულების პერიოდი, როცა აეროპორტებში განსაკუთრებით ბევრი ხალხია. მაგალითად, ახალი წელი. თუ კონკრეტულ კონცერტსა თუ ფესტივალზე მიდიხართ, ამ დროსაც იქონიეთ გონებაში, რომ თქვენთან ერთად ღონისძიებაზე კიდევ ბევრი მოგზაური იქნება.