რა მოხდება თუ საავარიო კარებს შუა ფრენისას გააღებთ
საბედნიეროდ, ფიზიკურად შეუძლებელია გააღოთ კარები შუა ფრენისას, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში, ამას სერიოზული შედეგები მოყვება. საავარიო გასასვლელთან ჯდომა არამხოლოდ ფეხებისთვის ზედმეტი ადგილის გამოთავისუფლებაა, არამედ მნიშვნელოვანი როლის მორგებაა. კარებები სტრატეგიულადაა განთავსებული ისე, რომ მგზავრებმა ევაკუაცია ადვილად შეძლონ. მსოფლიოს უდიდეს სამგზავრო თვითმფრინავს 16 საავარიო გასასვლელი აქვს, ეს ნიშნავს თითო კარებს ყოველ 50 მგზავრზე. მართალია ბორტგმაცილებლები მიგვითითებენ თუ როგორ შევამჩნიოთ ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე საავარიო გასასვლელი, მაგრამ არ გვაფრთხილებენ რა მოხდება თუ კარის გაღებას შუა მგზავრობისას ვეცდებით.
კაბინის ყველა კარებები ფრენის პროცესში ავტომატურად იკეტება. მიუხედავად იმისა, რომ შუა ფრენისას კარების გახსნა საკმაოდ რთულია, ადამიანებს ეს ბევრჯერ უცდიათ. ხშირ შემთხვევაში, ბორტგმაცილებლები მსგავს მცდელობას ამჩნევენ, მგზავრს მოძრაობას უზღუდავენ და დასხდომის შემდეგ ადგილობრივ პოლიციას გადასცემენ. თუ მგზავრი აფრენიდან მალევე ეცდება საავარიო კარებების გახსნას, თვითმფრინავი აფრენის აეროპორტში ბრუნდება. ყოფილა შემთხვევები, როცა ამ მცდელობის დროს ბორტგამცილებელი დაზიანებულა და მგზავრს ციხეში 20 წლამდე გაუტარებია.
მგზავრების 99%, რომლებიც ფრენისას კარების თვითნებურად გახსნას ცდილობენ, ამას ვერ ახერხებენ. თუმცა არის 1%, ვისაც ეს სასწაულებრივად გამოსდის. მაგალითად, 2023 წელს სამხრეთ კორეაში, მგზავრმა წარმატებულად გახსნა მასთან არსებული კარები. თვითმფრინავმა უსაფრთხოდ დაშვება მოახერხა და სერიოზულად არავინ დაზიანებულა, მაგრამ 12 ადამიანი საავადმყოფოში მაინც მოხვდა. ეს კაბინაში შემოსულმა ჰაერის ძლიერმა ნაკადმა გამოიწვია.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საავარიო გასასვლელთან ჯდომა საშიშია. პირიქით ის ყველაზე უსაფრთხო ადგილია თვითმფრინავში. მთავარია არ შეეხოთ მას თუ საავარიო სიტუაცია არ იქმნება და ბორტგამცილებლები ამისკენ არ მიგითითებენ.