რჩევები

რა მოხდება თუ დამაკავშირებელ ფრენას ვერ მიუსწრებთ

საჰაერო მოგზაურობის დროს გადაჯდომა და დამაკავშირებელი ფრენა ერთ-ერთი სტრესული გამოცდილებაა. არასდროს იცით რა შეიძლება მოხდეს, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე, მექანიკურ პრობლემებზე და დაგვიანებებზე. ხშირად ავიახაზებს ეს ფაქტორები კონტროლქვეშ აქვთ, მაგრამ ყველაფერი ხდება. გასულ წელს, ფრენების 20-მა პროცენტმა დაიგვიანა 15 წუთით და მეტით. რა უნდა ქნათ, როდესაც დამაკავშირებელ ფრენას დაგვიანების გამო ტოვებთ?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიგოთ რამ გამოიწვია დაგვიანება. თუ ფრენას პირადი მიზეზებით გამოტოვებთ, ავიახაზები ვერაფერში დაგეხმარებიან. ამ შემთხვევაში ფრენის ახლიდან ყიდვა და გეგმების გადაწყობა მოგიწევთ. მაგრამ, თუ დაგვიანება ავიახაზების ბრალია, მაშინ ავიახაზებს პასუხს ადვილად მოსთხოვთ.

2024 წლის ოქტომბრიდან, ტრანსპორტის დეპარტამენტმა შემოიღო ავტომატური თანხის დაბრუნების წესი, რომელიც ავიახაზებისგან მგზავრებისთვის ქეშის ავტომატურ დაბრუნებას მოითხოვს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ფრენა გაუქმდა, შეიცვალა, ბარგი დაგვიანდა და აშ.

როდესაც დამაკავშირებელ ფრენას ვერ მიუსწრებთ, მაშინვე უნდა მიაკითხოთ მომხმარებელთა სერვისის დახლს. პარალელურად შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენს ავიახაზებს და კითხოთ როდისაა მორიგი ფრენა. დახლთან ან სატელეფონო ზარისას შეგიძლიათ მოითხოვოთ საკვების ან სასტუმროს ვაუჩერებიც.

კომპენსაციის მოთხოვნისას, პირველ რიგში გასარკვევია თუ ვისი ბრალია ფრენის გამოტოვება. თქვენი ბრალეულობის შემთხვევაში, კომპენსაციას ვერ მიიღებთ. მაგრამ, თუ ფრენას იმის გამო გამოტოვებთ, რომ წინა ფრენამ დააგვიანა ან გაუქმდა, კომპენსაცია ავტომატურად უნდა დაგიბრუნდეთ. კომპენსაციას მიიღებთ იმ შემთხვევაშიც, თუ ავიახაზები სხვა ფრენის ბილეთს ვერ გაძლევენ. როგორც წესი, საკრედიტო ბარათზე კომპენსაცია 7 სამუშაო დღეში აისახება, გადახდის სხვა მეთოდების შემთხვევაში 20 კალენდარულ დღეში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *