რა ხდება როცა პილოტი ფრენისას ავად ხდება
მსხვილ ავიახაზებზე მომუშავე პილოტები უზარმაზარ თვითმფრინავებს მართავენ ასობით მგზავრით ბორტზე. მაგრამ, ხანდახან იმუნური სისტემა მათაც მტყუნობთ. საბედნიეროდ, მსგავსი იშვიათი ინციდენტები მგზავრებზე გავლენას არ ახდენენ.
პირველ რიგში, პილოტები ვერ ხვდებიან რეისზე, თუ მათ რაიმე პრობლემა აღენიშნებათ. მათ წინასწარ უტარდებათ სპეციალური ჯანმრთელობის შემოწმება, რათა დადგინდეს დაავადებების, სტრესის, დაღლილობის, ემოციების მიერ გამოწვეული ცვლილებების ხარისხი მათ ორგანიზში, ასევე რაიმე სახის მედიკამენტების და ალკოჰოლის გავლენა, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში მიიღეს. თუ პილოტი შემოწმებას 100%-ით ვერ გაივლის, მას ფრენიდან ხსნიან და ექიმთან შესახვედრად უშვებენ. ამასთან, პილოტებს აქვთ სამედიცინო სერთიფიკატი, რომელიც ყოველ 6-12 თვეში უნდა განახლდეს (ასაკის მიხედვით) და მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა მუდმივ კონტროლში იყოს.
ორივე პილოტის მოწამვლისგან თავდაცვის მიზნით, თვითმფრინავში ისინი განსხვავებულ საკვებს მიირთმევენ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, პილოტი შესაძლოა ფრენის დროს შეუძლოდ ან ავად გახდეს. თუ ერთ-ერთი პილოტი ტარებაზე კონტროლს დაკარგავს, მის გვერდით მყოფი მეორე პილოტი სრულადაა კვალიფიცირებული რათა ფრენა მარტომ წარმატებით დაასრულოს. ამასთან, ბორტგამცილებლებმა პირველადი დახმარების გაწევა იციან. მათ 24/7ზე შეუძლიათ ექიმთან დაკავშირებაც. თუ პილოტი სერიოზულადაა ავად, მაშინ თვითმფრინავს უახლოეს აეროპორტში სვამენ, რათა მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება მალე გაეწიოს.