რა იყიდება აეროპორტებში ყველაზე გადაჭარბებულ ფასში
აეროპორტი საფრთხილო ზონაა, რადგანაც თუ ყურადღებით არ იქნებით, მარტივია ბევრი ფული დაგეხარჯოთ. იქ უამრავი რამ იყიდება და როგორც კი რეგისტრაციას გაივლით და მოცდის ზონაში გადახვალთ, ყველაფერი თქვენ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ აეროპორტში ზედმეტად ძვირად წარმოდგენილ ნივთებს გაგაცნობთ:
ბოთლის წყალი
ნამდვილი მიზეზი თუ რატომ ღირს ბოთლის წყალი აეროპორტში ორჯერ და სამჯერ ძვირი ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებში, მისი ამ კონკრეეტულ ადგილას არსებული ჭარბი მოთხოვნაა. თვენ ვერ გაივლით აეროპორტის შემოწმებას წყლის ბოთლით, შიგნით კი ძირითად შემთხვევაში ყიდვა გიწევთ. თუ გსურთ რომ აეროპორტში წყალზე თანხა დაზოგოთ, შეიტანეთ ცარიელი მრავალჯერადი სასმელი ბოთლი და შემოწმების შემდეგ აავსეთ.
საკვები
აეროპორტში ხშირად დიდხანს გვიწევს ყოფნა, ან ხდება ისე, რომ ფრენამდე ჭამას ვერ ვახერხებთ და ეს აეროპორტში გვახსენდება. თუ გადაგიხედავთ საჭმლის ფასებისთვის, გემახსოვრებათ, რომ პატარა უბრალო სენდვიჩის ფასი 15 $-დან იწყება. გირჩევთ თან წაიღოთ თქვენი წასახემსებლები.
სუვენირები
ბევრ მოგზაურს ავიწყდება ან ვეღარ ასწრებს საჩუქრების ყიდვას მოგზაურობისას და ცდილობს ის აეროპორტში აარჩიოს. მაგრამ, იქ ერთი ჩვეულებრივი მაისურიც კი საკმაოდ ძვირია. ამასთან, აეროპორტში ყიდვისას წვლილი არ შეგაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. აჯობებს თუ სუვენირებს ადგილობრივი მეწარმეებისგან შეიძენთ.
ელექტრო მოწყობილობები
დაგრჩათ ან დაკარგეთ ყურსასმენები და ტელეფონის დამტენი? ეცადეთ არ შეიძინოთ ახალი აეროპორტში. წაიღეთ სათადარიგო კაბელი ყოველი შემთხვევისთვის.
თვითმფრინავის ვაიფაი
თუ სამსახურის მივლინებით არ მოგზაურობთ, რეკომენდაციას გიწევთ არ შეიძინოთ ინტერნეტი თვითმფრინავში, რადგანაც ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება დაგიჯდებათ.
წიგნები
აეროპორტში მდებარე მაღაზიებმა იციან, რომ მოგზაურები ნებისმიერ თანხას გადაიხდიან ნივთებში, რომელთა წამოღებაც დაავიწყდათ. გადმოწერეთ წიგნის ონლაინ ვერსია იქამდე, სანამ სახლიდან გახვალთ, რათა დაზოგოთ თანხა აეროპორტში გადაჭარბებული ფასით ნაყიდ წიგნებზე.
თუ წინასწარ დაგეგმავთ და ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, აეროპორტებში ვიზიტს ბიუჯეტურად წარმართავთ. ჩაალაგეთ საჭირო ნივთები, არ გადადოთ აუცილებლად შესაძენი საჩუქრების ყიდვა კონკრეტულ ქალაქში ყოფნისას და შეინახეთ თანხა იმ აუცილებელი შთაბეჭდილებების მიღებისთვის, რაც თქვენი მოგზაურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.