რა არ უნდა გააკეთოთ აეროპორტში
ბევრი ხუმრობს, რომ აეროპორტში შემთხვევით ნაღმი და სხვა მსგავსი ნივთები არ უნდა აღმოგაჩნდეს, თუმცა მაინც საფრთხილოა იქ გარკვეული წესების დაცვა. ფრენის პროცესი შესაძლოა სტრესული იყოს, მაგრამ ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ ეს სტრესი მინიმუმამდე დაიყვანოთ. მიბაძეთ ჭკვიან და გამოცდილ მოგზაურებს და გაითვალისწინეთ ეს რჩევები:
ნუ მოელოდებით, რომ ეს მარტივი იქნება
მართალია, თანამედროვე სამყაროში პროცესები საგრძნობლად გამარტივდა, მაგრამ ჩვენ აეროპორტში მაინც ბევრი საქმე გვაქვს და შესაძლოა იქ კონკრეტულ პერიოდში ბევრი ხალხიც დაგვხვდეს. თუ პირველად მიფრინავთ, სტრესის დონე უფრო მაღალია. ნუ ელოდებით, რომ ეს ყურადღების დაძაბვას და კონცენტირირებას არ მოითხოვს.
ნუ დაიგვიანებთ
დროზე მისვლა უმნიშვნელოვანესია, როცა საქმე თვითმფრინავით ფრენას ეხება. თუ აეროპორტში მისვლას დაიგვიანებთ, თქვენ რისკავთ არამხოლოდ ფრენის გამოტოვებას, არამედ გაცილებით ცუდი გამოცდილების მიღებას.
ნუ დაისხამთ სუნამოს ან გაპარსვის შემდგომ გამოსაყენებელ სითხეს
მძაფრი სურნელი სხვა მგზავრებისთვის შესაძლოა არასასიამოვნო იყოს, განსაკუთრებით თვითმფრინავის კაბინაში ყოფნისას – დახშულ გარემოში ჩიტის სიმაღლეზე. ამიტომ, ამ ჩვევაზე ფრენის წინ უარი უნდა თქვათ.
ნუ შეეკითხებით გზას პილოტს
თუ აეროპორტში მოცდისას დაიკარგეთ, გზის გაგნება გსურთ და პილოტის სამოსში გამოწყობილ ადამიანს ხედავთ, მას ნუ შეეკითხებით დახმარებას. პილოტები შესაძლოა იმ აეროპორტში თავადაც პირველად არიან და ასე უბრალოდ დროს დაკარგავთ.
ნუ დალევთ ბევრს
ფრენა დეჰიდრატაციას იწვევს და ადგილზე ჩასვლისას, გაცილებით უგუნებოდ და ძალაგამოცლილად იგრძნობთ თავს თუ აეროპორტში გამოცხადებისას ან ყოფნისას ნასვამი იქნებით. ჯეთ ლეგს ნაბახუსევი უფრო გაგიმძაფრებთ.
დაემორჩილეთ უსაფრთხოების შემოწმებას
დიახ, უსაფრთხოების გავლის პროცედურები არც ისე სასიამოვნოა. არავის მოსწონს ფეხსაცმელების, ქურთუკის და ქამრების მოხსნა. მაგრამ, სხვა გზა არაა და თუ დაცვას შესაბამის მოთხოვნებზე უარს ეტყვით, არაფერი შეიცვლება, პირიქით, უსიამოვნებაში გაეხვევით და რიგში მყოფებსაც შეაწუხებთ.
არ დაგრჩეთ ლეპტოპი დაცვასთან
როდესაც აეროპორტში შემოწმებას გადიან, ლეპტოპებს ცალკე ყუთში ათავსებინებენ და აღსანიშნავია ფაქტი, რომ ძალიან ბევრ მოგზაურს მისი ჩანთაში ჩაბრუნება ავიწყდება და მას დაცვას უტოვებს.
ნუ დაიძინებთ აეროპორტში
ასე შესაძლოა ფრენაც გამოტოვოთ და ნივთებიც მოგპარონ. ნუ გარისკავთ.
აეროპორტში მისვლამდე დატენეთ ტელეფონი ბოლომდე
შესაძლოა აეროპორტში ვერ მონახოთ დასატენი სივრცე ან იქ მოცდა არაკომფორტული იყოს.
ნუ გადაუღებთ უცხო ადამიანებს ფოტოებს ნებართვის გარეშე
ეს აეროპორტებში არასასურველ ქცევად ითვლება და უადგილოა. თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ, შეეკითხეთ თანახმა არიან თუ არა.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ რისთვის ხართ იქ
აეროპორტები ხანდახან ყურადღებას გვიფანტავენ. იქ ბევრი საკვები სივრცე, მაღაზია და სხვა თავშესაქცევია. რის გამოც, შესაძლოა დრო გაგექცეთ, იყავით მობილიზებულნი.