ყველაზე იაფი სათხილამურო კურორტები ევროპაში
ყველა სრიალის მოყვარულმა იცის, რომ სათხილამურო კურორტებზე დასვენება, როდესაც სრიალი გსურს, იაფი სიამოვნება არაა. თუმცა, თუ გსურთ ქვეყნიდან გახვიდეთ და სხვა სასრიალო ბილიკებიც გამოსცადოთ, ევროპის რამდენიმე კურორტი ზამთარში ბიუჯეტურ დასვენებას გვთავაზობს.
1. ბოროვეტსი, ბულგარეთი
Borovets – ზამთარში დიდი თავშეყრის ადგილია მე-19 საუკუნიდან. მას აქვს ლურჯი ბილიკი დამწყებთათვის და წითელი საშუალო სირთულის. ისრიალებთ ბულგარეთის მთა მუსალაზე, რომელიც ზღვის დონიდან 2560 მეტრზე მდებარეობს. აქ ხშირად ჩამოდიან ახალგაზრდები ჯგუფურად და მიირთმევენ იაფ ლუდს. ბოროვეტსი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიადან 90 წუთის სავალზე მდებარეობს.
2. ვოგელი, სლოვენია
ეს კურორტი (Vogel) სლოვენიის მისტიკურ მთაში მდებარეობს და მოიცავს ლურჯ და წითელ სასრიალო გზებს. მართალია ის ევროპის უდიდესი კურორტი არაა, მაგრამ აქედან ალპებზე ბრწყინვალე ხედები იშლება. თუ გესთჰაუსში რჩებით, აქ ტრანსპორტის თანხას აღარ გადაიხდით. მოინახულებთ ულამაზეს ტბებსაც. ლუბლიანას აეროპორტიდან აქამდე საათნახევრის გზაა, შეგიძლიათ გაყვეთ მატარებელსაც.
3. Sauze d’Oulx, იტალია
საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე სრიალი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. აქ საშუალო დონის მოთხილამურეებისთვის იდეალური გზებია. ამ სოფელს უნიკალური შარმი აქვს: ქვაფენილიანი გზები და გემრიელი ღვინის ბარები. აქ ტურინის აეროპორტიდან შეგიძლიათ მოხვედრა.
4. Jasná Nízke Tatry, სლოვაკეთი
სლოვაკეთის უდიდესი სათხილამურო კურორტი 20 ბილიკს აერთიანებს, განსაკუთრებით იდეალური მიმართულებაა ღამის სრიალის მოყვარულთათვის. აქ მიირთმევთ ტრადიციულ კერძებს ბიუჯეტურ ფასად.
5. Boí Taüll, ესპანეთი
ეს კურორტი ზღვის დონიდან 2020 მეტრზე მდებარეობს და დიდხნიანი სეზონით გამოირჩევა. ბოი ტაულზე შეხვდებით წითელ და შავ სათხილამურო გზებს. შემოთავაზებულია ბევრი აქტივობა რათა ვიზიტორებმა თავისუფალ დროს ღირსშესანიშნაობებიც ათვალიერონ.
6. Białka Tatrzańska, პოლონეთი
პოლონეთის უდიდესი ზამთრის სპორტის კურორტი საუკეთესო ადგილია დამწყები მოთხილამურეებისთვის. დატკბებით აქაური სტუმართმოყვარეობით და ულამაზესი მთის ხედებით. ბიალკას კურორტზე კრაკოვის აეროპორტიდანაა მოხვედრა შესაძლებელი, დადიან მატარებლებიც კრაკოვის სარკინიგზო სადგურიდან.
7. Sudelfeld–Bayrischzell, გერმანია
მეზობელი ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტებთან შედარებით, ეს კურორტი საკმაოდ დაბალი ფასებით გამოირჩევა. აქ მთელი სეზონის მანძილზეა თოვლი და გამოცდილ მოთხილამურეებს ეპატიჟება. აქ მოხვდებით მიუნხენის სარკინიგზო სადგურიდან მატარებლით.
8. Val Cenis, საფრანგეთი
ბიუჯეტურად დასვენება ფრანგულ ალპებშიც შესაძლებელია. ეს სოფელი ახარებს დამწყებებსაც და გამოცდილებსაც. ახლოს იქნებით იტალიის საზღვართან და დააგემოვნებთ გემრიელ პიცას. აქ მოხვედრა ტურინიდან, გრენობლიდან და შამბერიდანაა შესაძლებელი სულ რაღაც 2 საათში საზოგადოებრივი ტრანსპორტით.