რჩევები

პომიდვრის წვენი თვითმფრინავში: რას უკავშირდება მისი მირთმევა

იცოდით, რომ თვითმფრინავში პომიდვრის წვენს უფრო ხშირად სვამენ, ვიდრე ლუდს? მეცნიერული ტესტების მიხედვით, ფრენის დროს პომიდვრის წვენს სასიამოვნო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს. როგორც წესი, ხმელეთზე პომიდვრის წვენს იშვიათად ყიდულობენ, მაგრამ თვითმფრინავში ის საკმაოდ პოპულარულია და ერთგვვარ სამოგზაურო ფენომენად იქცა.

პომიდვრის წვენი და თვითმფრინავი – ეს კომბინაცია წლებია რაც ყალიბდება. სტატისტიკის მიხედვით, თუ სუპერმარკეტში მას ყველა უგულისყუროდ ტოვებს, ღრუბლებში მილიონობით ლიტრა პომიდვრის წვენს მოიხმარენ ყოველწლიურად. ის ისეთივე პოპულარული სასმელია როგორც ლუდი ან კოლა. და მაინც რატომ?

რატომ აქვს სხვა გემო პომიდვრის წვენს ჰაერში? მთავარი მიზეზი თვითმფრინავის პირობებია. 10 000 მ. სიმაღლეზე, როცა კაბინის წნევა დაბალია და ტენიანობა შემცირებული, გემოები გარკვეულწილად იცვლებიან. მარილიანი და ტკბილი პროდუქტები ნაკლებად ინტენსიურად იგრძნობიან. ტომატის წვენზე კი კაბინის წნევას გავლენა არ აქვს. შედეგად მას უფრო სასიამოვნო გემო ეძლევა. მაშინ, როცა კოლას და წყალს უფრო რბილი გემო აქვთ, ყავა კი უფრო მწარე გვეჩვენება, პომიდვრის წვენი ბევრად სასიამოვნო დასალევი ხდება და მგზავრებსაც ძალიან უყვართ.

ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ეფექტიც დიდ როლს თამაშობს. ამ ფენომენს დომინოს ეფექტს უწოდებენ: როცა ერთი მგზავრი პომიდვრის წვენს უკვეთავს, მეორესაც უნდება და იგივეს იღებს. პომდვრის წვენი არამხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანსაღიცაა. ის შეიცავს მნიშვნელოვან მინერალებს და ვიტამინებს. რაც ასევე იწვევს მის პოპულარობას მგზავრებში.

პომიდვრის წვენი თვითმფრინავში არამხოლოდ სასმელია, არამედ საკულტო ფენომენი, რომელსაც მეცნიერული და ფსიქოლოგიური ფესვები აქვს. შემდეგ ფრენაზე დააგემოვნეთ თავადაც, იქნებ აღმოაჩინოთ ის უნიკალური სასმელი, რომელიც თვითმფრინავში ყოფნისას გსიამოვნებთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *