რჩევები

ფრენა გაციების დროს

ფრენის ბილეთი ნაყიდია, სასტუმრო დაჯავშნილი, ჩანთა ჩალაგებული, მაგრამ ყელის ტკივილი გეწყენაბთ და სურდო იჩენს თავს? გაციების შემთხვევაში საჰაერო მოგზაურობისას რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

გაციებას სხვადასხვა ვირუსი იწვევს. ტიპური სიმპტომებია: სურდო ან ცხვირში გაჭედილობა, ყელის და თავის ტკივილი. შეგიძლიათ თუ არა ამ დროს მოგზაურობა? ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თავად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის მიხედვით. როგორც წესი, მსუბუქი სიმპტომებით მოგზაურობა აკრძალული არაა, უბრალოდ შესაძლოა იყოს არაკომფორტული და დისკომფორტის შემცველი.

რა შემთხვევაში არაა დაშვებული ფრენა? თუ ექსტრემალურად მწვავე სიმპტომები იჩენს თავს, მაგალითად ბრონქიტი, სჰობს რომ მოგზაურობა გადადოთ და ინფექცია სხვებსაც არ გაუზიაროთ.

ვიფრინოთ თუ არ ვიფრინოთ გაციებისას? გადაწყვეტილება დამოკიდებულია სიმპტომების სიმწვავეზე და პოტენციურ რისკზე გადასდებთ თუ არა მას სხვა მოგზაურებს. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ სიმპტომების ხარისხი ტიპურ ჩარჩოებს სცდება, გადადეთ ან გააუქმეთ ფრენა.

როგორ დაიცავთ თავს ფრენისას გაციების შემთხვევაში:

  • ატარეთ ნიღაბი
  • დაიბანეთ ხელები საპნით რეგულარულად
  • დაიჭირეთ დისტანცია მოგზაურებთან
  • მიიფარეთ ხელი ან ხელსახოცი ცხვირსა და პირზე დაცემინებისას
  • დალიეთ ბევრი წყალი და თავი აარიდეთ ალკოჰოლს
  • დალიეთ წამლები და გამოიყენეთ ცხვირის წვეთები
  • ფრენისას გაიკეთეთ ყურის საცობები
  • დაფრენისას გაწმინდეთ მაგიდა და ხელის დასადები სადეზინფექციო ხელსახოცით

რატომაა შეიძლება იყოს საშიში ფრენა გაციებისას? შესაძლოა გადასდოთ ის ბორტგამცილებლებს და სხვა მგზავრებს და სიმპტომები შესაძლოა წნევის ცვლილების გამო გაგიმწვავდეთ.

ფრენა გაციებულ მდგომარეობაში შესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს სიფრთხილეს. დააკვირდით როგორ გრძნობთ თავს, რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული ფრენა და დაიცავით თავი გართულებებისგან მაქსიმალურად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *