რჩევები

ხრიკები მარტივი ვეგანური მოგზაურობისთვის

ჩვენი მსოფლიო ბრწყინავს ბუნების სილამაზით, კომპლექსური ისტორიით და გასაოცარი კულტურით, რისი გამოკვლევაც მოგზაურობის დროს შეგვიძლია. რატომ ვეგანური მოგზაურობა? ყველა ინდივიდუალს თავისი მიზეზი აქვს ვეგეტარიანული კვების არჩევისას. ზოგი ცხოველების უფლებების გამო, ზოგი მათი ჯანმრთელობის, ზოგიერთი ვეგანი ხდება გარემოს დაცვისთვის, ზოგს კი უბრალოდ ცხოველური ხორცის გემო არ მოსწონს. ვეგან და ვეგეტარიანელ მოგზაურებს ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ მოგზაურობის გამარტივებისთვის.

1. Happy Cow – #1 რესურსი მარტივი ვეგანური მოგზაურობისთვის

საიტი და აპლიკაცია Happy Cow, საიდუმლო იარაღია ვეგანური და ვეგეტარიანული რესტორნების და საკვები ობიექტების მოძიებისთვის. თქვენ უბრალოდ ირჩევთ კონკრეტულ ქალაქს და ის გაჩვენებთ ახლომდებარე მწვანე კაფეებს, მათ კერძებს, მუშაობის დროს, საკონტაქტო ინფორმაციას და ფასებს. მომხმარებლები აპლიკაციაში უკუკავშირსაც ტოვებენ ამა თუ იმ ობიექტით სარგებლობის შემდეგ.

2. Google Translate – გამოიყენეთ კამერა თარგმნისთვის

მაღაზიებში პროდუქტის შეძენისას, ინგრედიენტების სიაში შესაძლოა რამე ცხოველური საკვები იყოს ჩამალული. ამიტომაც, გადმოწერეთ გუგლის თარგმანის აპლიკაცია (Google Translate), გამოიყენეთ კამერის რესურსი და გადაუღეთ ფოტო ტელეფონით საკვების შემადგენლობის სიას და ის გადაგითარგმნით მშობლიურ ან სასურველ ენაზე.

3. შეისწავლეთ ადგილობრივი სამზარეულო წინასწარ

იქამდე, სანამ კონკრეტულ ქვეყანას ეწვევით, გამოიკვლიეთ მათი ტრადიციული კერძების შემადგენლობები. ხანდახან ისინი გავრცელებულ ვეგეტარიანულ კერძებშიც იყენებენ ცხოველურ საკვებს. მაგალითად, იაპონიაში, თევზის პროდუქტს “დაშის” ვეგეტარიანულ კერძებშიც ამატებენ. ბელგიაში ჩიფსი ცხოველურ ცხიმში იწვება და აშ. წინასწარ მოკვლევა აუცილებელია მათი სამზარეულოს კულტურის შესაცნობად. ამგვარად გაარკვევთ, რომელი ტრადიციული კერძის დაგემოვნება შეგიძლიათ თავისუფლად და რომელს აქვს ვეგანური ვერსიებიც, რათა სწორედ ის ვერსია შეუკვეთოთ.

4. მოამზადეთ თავად

ადგილობრივ რესტორნებში გემრიელი საკვებით სადილობა მოგზაურობის სასიამოვნო ნაწილია, მაგრამ თუ ბიუჯეტურად მოგზაურობთ დაზოგეთ თანხა და იქირავეთ ბინა ან სასტუმრო სამზარეულოს მოწყობილობებით. მოამზადეთ ის, რასაც სახლშიც იმზადებთ.

5. იპოვნეთ ონლაინში ვეგანური საზოგადოება

მოიძიეთ ფეისბუქ ჯგუფები, სადაც მოგზაური ვეგანები ერთიანდებიან, დაუკავშირდით მათ, გააზიარეთ საკუთარი ცოდნა და მიიღეთ რჩევები თქვენს კითხვებზე, მათგან ვისაც კონკრეტულ ქალაქში დასვენება გამოცდილი აქვს. მოიძიეთ მოგზაურები ან ადგილობრივები, რომლებიც იმ კონკრეტულ ქალაქში არიან, სადაც მოგზაურობთ და ერთად დააგემოვნეთ ვეგეტარიანული სამზარეულო რომელიმე კაფე-რესტორანში. სასიამოვნოა გაიცნოთ იქ მაცხოვრებელი ვეგანები, რათა მიიღოთ გემრიელი გამოცდილება.

6. ფრენა – დაჯავშნეთ საკვები წინასწარ

თუ თქვენი ფრენა კვებასაც მოიცავს, შესაძლოა ვეგანური საჭმელი არ იყოს შემოთავაზებული, ასე რომ მოითხოვეთ ის ავიახაზების ვებსაიტიდან ონლაინ ჩექინის დროს ან მანამდე. ვეგანური კვების კოდია VGML. თუ ვერ იპოვნით, დაუკავშირდით მათ ჩათის ან ზარის მეშვეობით. ყოველი შემთხვევისთვის, წაიღეთ თქვენი საყვარელი წასახემსებელი: ჩირი, თხილი, კრეკერები.

7. გააზიარეთ პოზიტიური გამოცდილება

თუ კონკრეტულ რესტორანში გემრიელად მიირთვით და კარგი მომსახურეობა მიიღეთ, მხარი დაუჭირეთ მათ ბიზნესს და გამოხატეთ ემოცია მომსახურე პერსონალთან, დაწერეთ შეფასება გუგლში ან სოციალურ ქსელში მათ გვერდებზე. ეს დაეხმარება კონკრეტულ საკვებ ობიექტსაც და სხვა მოგზაურებსაც კარგი ადგილის მოძიებისას.

8. ჩაეწერეთ ვეგანური საკვების მომზადების მასტერკლასზე 

კულინარიული ვორქშოფები ტურისტებისთვის თუ დაინტერესებული პირებისთვის ყველა დიდ ქალაქშია ხელმისაწვდომი. ამგვარად, შეისწავლით რაღაც ახლის მომზადებას, გაიმდიდრებთ კულინარიულ უნარებს და მიიღებთ განსხვავებულ გამოცდილებას.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *