რჩევები

ხდის თუ არა ბარგს პოლიეთინელის პარკით შეფუთვა უფრო დაცულს?

აეროპორტს ბევრი ტიპის მომსახურეობა აქვს. მათ შორისაა ბარგის პოლიეთინელის პარკით გადაფუთვა. სხვადასხვა ქვეყნების აეროპორტებში სწორედ ამ საქმით ასობით თანამშრომელია დასაქმებული.

რატომ ფუთავენ მგზავრები თავიანთ ბარგს? რამდენიმე მიზეზი არსებობს. ზოგიერთი მათგანი იცავს ჩანთას ნაკაწრებისგან და გაფხაჭნებისგან, ზოგიერთს კი ამგვარად სურს დაიცვას ჩანთის შიგთავსი. ზოგ მგზავრს ჰგონია, რომ თუ ჩანთა პოლიეთილენის პარკშია შეფუთული, მას ნაკლებად შეამოწმებენ. არსებობს მგზავრების კატეგორია, განსაკუთრებით ისინი, ვინც მალდივებზე ან ავსტრალიაში მიდიან, რომლებსაც ბარგის გადაფუთვით მისი ქიმიური დაბინძურებისგან დაცვა სურთ. ასევე, ერთ-ერთი მიზეზია დაზიანებული ჩანთის დაცვა, თუ მისი ელვაშესაკრავი ცუდად მუშაობს. ამ შემთხვევაში გადაფუთვის სერვისი ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ახალი ჩანთის ყიდვა.

რას უკეთებს უსაფრთხოება შეფუთულ ბარგს? საქმე იმაშია, რომ უსაფრთხოების სამსახური ზუსტად იგივენაირად ექცევა როგორც შეუფუთულ, ასევე შეუფუთავ ბარგს. დღის მანძილზე ათიათასობით და მილიონობით ჩანთა გადის შემოწმებას, აეროპორტის სიდიდის მიხედვით. პოლიეთილენის პარკი არ ახდენს გავლენას მოწყობილობაზე, რომელშიც ჩანთებს ასკანერებენ. ჩაბარებული ჩანთების 95%-ს როგორც წესი არ ხსნიან და მხოლოდ სკანერით ამოწმებენ, მაგრამ თუ მასში რაიმე საეჭვო ან აკრძალულია, ნებისმიერ შემთხვევაში გახსნიან.

ალტერნატივაა მოათავსოთ ჩანთა ბარგისთვის განკუთვნილ თავისივე ზომის სპეციალურ ნაჭრის ჩანთაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *